ვახტანგ მაჭავარიანი პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს წარმოადგინონ პროგრამა ვეტერანთა პრობლემების მოგვარების შესახებ
პოლიტიკა - 11:58, 22 Sep, 2016     1699
„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვახტანგ მაჭავარიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ვეტერანთა პრობლემებზე და მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, დაუყოვნებლივ წარმოადგინონ მათი საარჩევნო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც ეთმობა ვეტერანთა პრობლემების მოგვარების საკითხებს. ვახტანგ მაჭავარიანმა ბრიფინგზე მოუწოდა „ქართული ოცნების “მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კობა კობალაძეს, გიორგი ბარამიძეს - ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს , უახლოეს მომავალში წარმოადგინონ პროექტები და მათი პარტიის ხედვები აღნიშნულ თემაზე.

,,ჩვენ, ,, თავისუფალმა დემოკრატებმა“, პირველებმა წარმოვადგინეთ საკანონმდებლო პროექტი, სადაც გათვალისწინებულია ის ცვლილებები, რომელიც ვეტერანთა შესახებ კანონში უნდა განხორციელდეს. კანონპროექტით განსაზღვრულია სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ და ის შეღავათები, რომლებიც სოციალურ საკითხებს მოიცავს. ჩვენ უკვე მივმართეთ პოლიტიკურ ოპონენტებს დაუყოვნებლივ წარმოედგინათ ომის ვეტერანებისთვის ღირსეული პროგრამა. თუმცა ჩვენს მოწოდებას რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია. მივმართავ ბატონ დავით თევზაძეს - "საქართველოს მშვიდობისათვის", ბატონ გიორგი ბერძენიძეს - ,,პატრიოტთა ალიანსი“, ბატონ კობა კობალაძეს - ,,ქართული ოცნება“ და ბატონ გიორგი ბარამიძეს - ,,ნაციონალური მოძრაობა“, უახლოეს მომავალში წარმოადგინონ პროექტები და მათი პარტიის ხედვები აღნიშნულ თემაზე. ამ ადამიანებმა კარგად იციან ვეტერანთა პრობლემები, იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ამ სოციალური ჯგუფისათვის რომ პოლიტიკურმა ძალებმა მათ და მათ პრობლრემებს ჯეროვანი ყურადღება მიაქციონ. სწორედ ამიტომ, ვიწვევ მათ დებატებზე ამ პროექტების განსახილველად. ეს, ვეტერანებს მისცემს საშუალებას განსაზღვრონ პერსპექტივები, რომლებიც მათ სწორი არჩევნის გაკეთებაში შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ვახტანგ მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42