მიხეილ ჯანელიძე ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 11:03, 22 Sep, 2016     975
ინდოეთი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან პარტნიორად სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანში. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ინდოეთის მთავრობის სურვილს საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის და ინდოეთის რესპუბლიკკს საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფო მინისტრის მობაშარ ჯავიდ აკბარის შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდი საქართველოსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობის დადებითი დინამიკა. ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს აგვისტოში თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე გამართული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები და საქართველო ინდოეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სესია და თანამშრომლობის აღნიშნულ ფორმატში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები, როგოც ვაჭრობის, ასევე ინვესტიციების, ტრანსპორტის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით. ინდოეთის სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა საქართველოს შთამბეჭდავი მიღწევები ეკონომიკური რეფორმებისა და ბიზნეს საქმიანობის თვალსაზრისით. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის პოზიტიური ტენდენცია, განსაკუთრებით აღინიშნა კინოინდუსტრიის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და ინვესტიციების მზარდი პოტენციალი.

შეხვედრაზე განსაკუთრებულ ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე, ინდოეთის სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა რომ ინდოეთი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან პარტნიორად სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანში.

მხარეებმა ასევე განიხილეს განათლებისა და კულტურის სფეროებში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებისთვის, მათ შორის მაღალი დონს ვიზიტების გაცვლის გზით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ინდოეთის მთავრობის სურვილს საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42