პანკისის ხეობაში უწყებათაშორისი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 21:23, 21 Sep, 2016     1227
პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ ადგილობრივ უხუცესთა საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. ქეთევან ციხელაშვილმა მათ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ სტრატეგიის მთავარი პრინციპი სწორედ თანასწორობაა.

„ საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, არის თანასწორი, თანაბრად უნდა ჰქონდეს ყველა სფეროში ჩართულობის შესაძლებლობა და ეს სტრატეგია სწორედ ამ შესაძლებლობების შექმნას ემსახურება,“- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ადგილობრივებმა პანკისის ხეობაში არსებულ მდგომარეობაზე და იმ ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ამჟამად ხორციელდება. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მოსახლეობისთვის მთავარ გამოწვევად დასაქმება რჩება, რაც განსაკუთრებით მნიშველოვანია ახალგაზრდებისთვის. მსჯელობა შეეხო სხვადასხვა სფეროს, მათ შორის განათლებას, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და განვითარებას. ასევე განხილული იქნა პანკისის უნიკალური პოტენციალი ტურიზმის განვითარებისთვის.

„დღევანდელი შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ და მოხარული ვარ, რომ ხეობაში მიმდინარე პროექტების, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ თავად ადგილობრივებმა ისაუბრეს. ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია არსებული გამოწვევების შესახებაც და ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა, მათი გულწრფელობა და მონდომება გვაძლევს მეტ სტიმულს, ამ გამოწვევების დასაძლევად კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავოთ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის გასვლითი სხდომა საქართველოს გაეროს ასოციციის მხარდაჭერით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42