კამპანიის ,,მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში“, მიზანია არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რეგიონებში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და პრიორიტეტების გაცნობა.
ირაკლი ალასანიამ, როგორც გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა შიდა ქართლისთვის პრობლემატურ საკითხებზე და საზოგადოებას გააცნო მისი როგორც მაჟრიტარის ხედვა რაიონში არსებულ მთავარ ოთხ საკითხთან დაკავშირებით:
1. კონფლიქტის ზონებიდან ადამიანების გატაცება და უსაფრთხოების პრობელმა;
2. კონფლიქტის რეგიონში ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზება და ინფრასტრუქტურის არარსებობა;
3. არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
4. დღის ცენტრების ბენეფიციარების მხარდაჭერის პრობლემა.
ასევე იყო კითხვები საზოგადოებისთვის სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ირაკლი ალასანიამ დეტალურად უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები






