მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის და მათთან ასოცირებული სასულიერო პირების განცხადებით რომის პაპის საქართველოში მოწვევის გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქს ზეწოლის შედეგად მიაღებინეს.
აქციაზე ასევე მიტანილი ჰქონდათ სიძულვილის ენის შემცველი ტრანსპარანტები“ვატიკანი სულიერი აგრესორია”, “შორს საქართველოდან ანტიქრისტე” და ა,შ.
რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა და მისი სტუმრობა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სტუმრობის განმავლობაში პაპს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პაპი ფრანცისკე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება.
ვიზიტის პირველ დღეს პაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ, ილია მეორესთანაც გამართავს შეხვედრას, რომლის შემდეგაც რელიგიური პირები სპეციალურ სიტყვას წარმოთქვამენ. ვიზიტის მეორე დღეს, 1 ოქტომბერს, 10 საათზე რომის პაპი მ. მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვას აღავლენს. ქადაგებაზე დასწრება მოსაწვევის მქონე ყველა მსურველს შეეძლება. მოსაწვევების მიღება პაპის წირვაზე დასასწრებად კათოლიკურ ეკლესიაშია შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი ფრანცისკე მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარსაც მოინახულებს, 2 ოქტომბერს კი ბაქოში გაემგზავრება.
ფოტო ლიბერალი
მასალის გამოყენების პირობები






