შარაშენიძის შეფასებით, აღნიშნული კადრები არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.
"ჩნდება ლოგიკური ეჭვი - აქამდე სად იყვნენ? მაინც მიმაჩნია, რომ პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ვიდეომასალა არჩევნების შედეგებზე გადამწყვეტ მნიშვნელობას არ იქონიებს. ჩემი ვარაუდით, 8 ოქტომბერს მცირე უპირატესობით "ქართულმა ოცნებამ" უნდა მოიგოს, თუმცა როგორც ჩანს მმართველ პარტიაში უნდათ, რომ მეტი უპირატესობით გაიმარჯვონ, ან ეშინიათ, რომ ვერ მოიგებენ, შესაბამისად მსგავსი ვიდეოებით ცდილობენ ააფორიაქონ, მობილიზება მოახდინონ იმ ამომრჩევლის, რომლებმაც 4 წლის წინ ოცნებას დაუჭირეს მხარი და ახლა სახლში რჩება, რადგან ოცნებით იმედგაცრუებულია, ხოლო ჯერ-ჯერობით არ უნდა "ნაციონალური მოძრაობა". სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროკურატურის გუშინდელი განცხადება - მე დამთხვევების არ მჯერა, ვისაც სჯერა, ილაპარაკონ, რომ ახლა აღმოაჩინეს თურმე ეს კადრები. რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური თამაშია, რომელმაც რაღაცა, შეიძლება რაღაც უმნიშვნელო ზეგავლენა იქონიოს არჩევნებზე, თუმცა არა მნიშვნელოვანი"- განაცხადა შარაშენიძემ.
"ნიუპოსტმა" ექსპერტს „ქართული ოცნების“ მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული მშვიდობის მემერონდუმის შეფასება სთხოვა.
შარაშენიძეს მემორანდუმის შინაარსი მოსწონს, თუმცა იქვე აცხადებს რომ მმართველმა პარტიამ "გამოხტომები უნდა შეწყვიტოს და ამით, ოპოზიციას მაგალითი მისცეს".
"ერთის მხრივ ძალიან კარგი ინიციატივა, მაგრამ თვითონ უნდა მისცეს მაგალითი ,,ქართულმა ოცნებამ" და შეწყვიტოს რაღაც გამოხტომები, რომელსაც ჯერ-ჯერობით კვალვაც ადგილი აქვს. მეორეს მხრივ, რაღაც პერიოდი უნდა გავიდეს, თუნდაც 10 დღე ისე, რომ არავის არ ეცნენ, პლაკატი არ ჩამოუხიონ, რასაც "ქართული ოცნება" შიგადაშიგ აკეთებს. ხელისუფლებას კიდევ აქვს რამდენიმე დღე, რომ დაამშვიდოს ყველა, რომ მსგავს ინცინდენტებს არ დაუშვებენ, ამის შემდეგ შეიძლება კატეგორიულად მოსთხოვონ სხვებს. როცა კორცხელს ჩაიდენ, რეაბილიტაციისთვის დრო გჭირდება"- განმარტა ექსპერტმა.
მასალის გამოყენების პირობები






