„პაატა ბურჭულაძის პარტია დავტოვეთ ერთადერთი მიზეზით, ბატონი პაატას დიდი ნდობიდან და ავტორიტეტიდან ფაქტიურად არაფერი დარჩა, ის სამწუხაროდ გარიგებაში შევიდა იმ ხალხთან ვინც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ გვეგონა, რომ ის იქნებოდა სუფთა ფიგურა პოლიტიკაში, მაგრამ მისი ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომაც, საარჩევნო შტაბის წევრებმა, პარტიის წევრებმა, ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა და კოორდინატორებმა მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ ეს მოძრაობა. ბურჭულაძის პარტია მესტიაში აღარ არსებობს“ – განაცხადა ნოდარ საბანიძემ.
საბანიძის განცხადებით მათზე ზეწოლა არ განხორციელებულა და პარტიიდან წასვლის მიზეზი იმ ცვლილებების მიუღებლობა გახდა, რაც ბოლო დროს პარტიაში განხორციელდა. მისი თქმით ისისნი არცერთ პარტიაში გადასვლას არ გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები






