მაია მელიქიძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
პოლიტიკა - 14:40, 21 Sep, 2016     1224
საქართველოს ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ფრანსუა პეჰშოს (François Painchaud) შეხვდა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის ივლისიდან შეუდგა.

შეხვედრისას საუბრი შეეხო საქართველოს საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე გადასვლის საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებს, რომელზე გადასვლაც 2017 წლის 1 იანვრიდან იგეგმება და რომელიც საბანკო სექტორის გარდა, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

როგორც მაია მელიქიძემ განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საბანკო სექტორის ბაზარი მიმოიხილა. საუბარი შეეხო საბანკო დეპოზიტების დაბალ და სესხების მაღალ პროცენტულ განაკვეთებს და მათ შორის არსებულ მაღალ მარჟას.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, საქართველოს სამშენებლო ბაზრის განვითარებაზე და დედაქალაქის არაპროპორციულ ურბანულ განვითარებაზე.

შეხვედრისას ხაზი გაესვა, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობას და მის პრიორიტეტულობას.

„დღეს საქართველოს ბიუჯეტის 34 პროცენტი სოციალური პროექტების დაფინანსებას ხმარდება. აუცილებელია, რომ ეს მაჩვენებელი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ამის ალტერნატივად კი, ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება უნდა განიხილოს, რომლის ხელშეწყობაც მიწის რეგისტრაციის გამარტივებაა და რომელიც უკვე ხორციელდება და აქტიურ ფაზაშია შესული“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42