ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უარყოფს, რომ მას ე.წ კაბელების საქმეზე რაიმე გავლენა აქვს.
„არ მინდა, ამ თემას დავუბრუნდე. საარჩევნო პერიოდია და არ მინდა, გადავაჭარბო კრიტიკაში, ჩემი ყოფილი თანაგუნდელების და მათ რიცხვში „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ. მე რამდენჯერმე მივანიშნე, რომ იმ ბრალდებებზე, რაც გაკეთდა მათი ლიდერის მხრიდან, თითქოს ვარ ჩარეული, ირაკლი ალასანიასა არც ერთი საბუთი არ მოუტანია. ამავდროულად გაკეთდა ძალიან დაუსაბუთებელი განცხადებები, რომ ზეწოლა არის ექსპერტზე, შემდგომ ითქვა, თითქოს მოიტაცეს ექსპერტი. არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა, არსად არ იყო ის კაცი მოტაცებული, იყო განცხადებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. ითქვა ისიც, რომ მოსამართლეზეა ზეწოლა და თავშესაფარს ეძებს უცხო ქვეყანაშიო. ესეც არც ერთი მხრიდან არ დასაბუთდა. შესაბამისად, ჩემს მიმართ, მათი მხრიდან გაკეთებული ბრალდებები ძალიან მსუბუქდება, რამეთუ განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ დასაბუთდა. სახალხო დამცველი თუ ასეთ აზრებს გამოთქვამას სასამართლოს დამთავრებამდე ძალიან ცუდია, ასწრებს სასამართლოს და ერევა მის საქმეებში. პროკურატურამ ვერ დაამტკიცა, რომ მათ ეს ჯიბეში ჩაიდეს, მაგრამ როცა არამიზნობრივად არის დახარჯული თუ გაფლანგული 5 მილიონი ლარი, ჩემი აზრით, ეს სერიოზულ კითხვებს იწვევს. სულაც არ ვარ მოსამართლე და არ ვაპირებ დასკვნების გაკეთებას“- განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული – გაფლანგვა ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. ნორმა ნათლად არ ადგენს, არის თუ არა ანგარების მოტივი აუცილებელი გაფლანგვის ჩასადენად. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ე.წ. „კაბელების“ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნორმის – გაფლანგვის კონსტიტუციურობაზე
მასალის გამოყენების პირობები






