"მემორანდუმის აუცილებლობა არ უნდა დამდგარიყო, ცუდი ფაქტია"- ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა - 12:35, 21 Sep, 2016     1357
მმართველი გუნდის მიერ ოპონენტებისთვის შეთავაზებული მშვიდობის მემორანდუმის ტექსტი დღეს გახდა ცნობილი. საარჩევნო სუბიექტებს მემორანდუმი დღესვე გაეგზავნებათ და გადაწყვეტენ, შეუერთდებიან თუ არა მემორანდუმის მოთხოვნებს.
მემორანდუმი მოუწოდებს პარტიებს უარი თქვან საარჩევნო პერიოდში კონტრაქციებზე და პროვოკაციებზე.
აღნიშნულის შესახებ კომენტარი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა. მისი განცხადებით, ცუდია, რომ ასეთი მემორანდუმის შემუშავება გახდა საჭირო და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო სუბიექტები მას შეუერთდებიან:
„კარგი იქნება თუ ხელს მოაწერენ, თუმცა, ამის აუცილებლობა არ უნდა დამდგარიყო. თვითონ ფაქტი, რომ ხდება ასეთი მემორანდუმის აუცილებლობა, არის ცუდი და მომავალში უნდა ვიფიქროთ, რომ აღარ დადგეს ამის საჭიროება. მე ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის ცუდი დანატოვარია და მათივე აგრესიული გამოვლინებებია ძირითადად დაპირისპირება, ერთი გუნდი ატარებს აქციას, მიდიან სხვები და ცდილობენ არევას. მე მახსოვს, როდესაც პოლიტიკაში მოვედით, საშუალება არ გვქონდა, გავსულიყავით მოსახლეობასთან შეხვედრებზე. ჰყავდათ ე.წ. ზონდერები, რომლებიც ხშირად მუშტი-კრივში გადადიოდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით მემორანდუმს არავითარი იურიდიული ძალა არ აქვს, თუმცა მისი ხელმოწერის შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტები აიღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42