„მემორანდუმი კონსულტაციების საფუძველზე შევიმუშავეთ. ამ მემორანდუმის მიზანი კონტრაქციების თავიდან აცილება გახლავთ, იმისათვის, რომ არ დავუშვათ ძალადობა და ძალადობის პროვოცირება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ტექსტი რომელიც არის ლაკონური. მიზანი არის მარტივი და ასევე მარტივად არის ეს მიზანი ასახული ტექსტში. დღესვე გავუგზავნით მემორანდუმის ტექსტს საარჩევნო სუბიექტებს იმისათვის, რომ მივიღოთ მათი პოზიცია ამ საკითხზე და იმედი გვაქვს, რომ ყველა პასუხისმგებლობის მქონე საარჩევნო სუბიექტი შეუერთდება ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს. რამდენიმე სუბიექტთან გვქონდა კონსულტაციები, ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალურად დახვეწილი პირობები შეგვეთავაზებინა ჩვენი კოლეგებისთვის, პარტნიორებისთვის. ჩვენ მზად ვართ, რომ განვაგრძოთ ეს კონულტაციები საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები და არ დავუშვათ ინციდენტები, პროვოკაციები, ძალადობა საარჩევნო პროცესში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განცხადებით, მემორანდუმს არავითარი იურისიული ძალა არ აქვს და იგი მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობის დაკისრებას განსაზღვრავს:
„ბუნებრივია, რომ პირდაპირი იურიდიული ძალა მემორანდუმს არ აქვს, მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა და მნიშვნელოვანია ის, რომ საარჩევნო სუბიექტები იღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მემორანდუმთან შეერთებაზე, მისი ხელმოწერის შემთხვევაში“, - აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე გააკეთა კომენტარი იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შესაძლოა უარი განაცხადონ მემორანდუმის ხელმოწერაზე:
„თუ ვინმე არ შეუერთდება ამ მემორანდუმს, ეს იქნება მარტივი სიგნალი, რომელიც მიგვანიშნებს ვინ რა განზრახვით მოქმედებს საარჩევნო პროცესში“, - დასძინა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
მასალის გამოყენების პირობები






