"არ მივცემ მოსვენებას ქალაქ თბილისის მერიას" - ილია წულაია
პოლიტიკა - 11:13, 21 Sep, 2016     1235
პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მე-16 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ილია წულაიამ, ქალაქ თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზაჰესის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

მათ მოისმინეს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და სურვილები. შეხვედრის ფარგლებში მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ,,ჩემი ამოცანაა, რომ ბატონი დავითი უშუალოდ გაეცნოს ზაჰესში არსებულ პრობლემებს. ის არის პასუხისმგებელი ქალაქის მოწესრიგებაზე . მე ვიქნები თქვენი შუამავალი თბილისის მერიასთან და არ მივცემ მოსვენებას ქალაქ თბილისის მერიას მანამ, სანამ არ მივიღებთ იმ შედეგს რაც იქნება ზაჰესის მოსახლეობისთვის და ზოგადად ჩემს ამომრჩევლებისთვის მისაღები.“- განაცხადა ილია წულაიამ.

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს პირობა მისცა რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები სისტემატიურ სახეს მიიღებს და გამარჯვების შემდეგაც გაგრძელდება.

"მე ვიქნები თქვენი გულშემატკივარი, ვეცდები გავაკეთო ყველაფერი რომ თქვენი პრობლემები მინიმუმამდე დავიყვანო, ჩვენს საარჩევნო პროგრამაში გაწერილია ყველა ის პროექტი რომლის ამოქმედების შემდეგაც, დღეიდან 4 წლის თავზე ყველა ოჯახმა იგრძნოს საკუთარ თავზე კეთილდღეობა. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გაერთიანებით, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით და არა სიძულვილით, ჩვენ მივაღწევთ ცივილიზებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42