ნიუ იორკში გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა. პირველ გენერალურ დებატებზე საფრანგეთის, ბრიტანეთისა და თურქეთის პირველი პირები გამოვიდნენ სიტყვით. მთავარი საკითხი ლტოლვილთა კრიზისი და სირიის საკითხი იყო.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სირიის კონფლიქტის დაუყოვნებლივ მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს და თურქეთის მეგობარ სახელმწიფოებს მოუწოდა სათანადო ზომები მიიღონ მილიარდერ ფეტჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა სირიის კრიზისთან დაკავშრებით რუსეთსა და ირანს, როგორც ასადის რეჟიმის მხარდამჭერებს მოუწოდა, თავიანთი წვლილი შეიტანონ კონფლიქტის დასრულებაში.
ბრიტანეთი კი ევროკავშირიდან გასვლის მიუხედავად, საერთაშორისო პოლიტიკის არენაზე დარჩენას აპირებს. 71-ე ასამბლეაზე თავის საპრეზიდენტო ვადაში ბოლოჯერ წარსდგა პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ასამბლეაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც.
მასალის გამოყენების პირობები






