საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გერმანიის ელჩი საქართველოში კომენტარს აკეთებს. ჰაიკე რენატე პაიჩის განცხადებით, საუბარია არა იმ საკითხზე, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლა, არამედ როდის იქნება ამის შესაძლებლობა. დიპლომატის განცხადებით, ეს ყოველივე ევროკავშირის ინსტიტუციებზეა დამოკიდებული:
„საქართველომ აირჩია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზა და ევროკავშირთან ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მოაწერა ხელი. ახლა მნიშვნელოვანია ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულება. ძალიან მოხარული და კმაყოფილები ვართ იმით, რაც საქართველოში კეთდება და რა გზითაც მიდის ქვეყანა. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, აქ საკითხი დგას არა ისე - იქნება თუ არა ვიზალიბერალიზაცია, არამედ - როდის. მე ვერ გეტყვით, როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას, რადგან ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. ეს ევროპული ინსტიტუციების გადაწყვეტილებაა,“-აცხადებს ჰაიკე რენატე პაიჩი.
მასალის გამოყენების პირობები






