საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტუდენტების თვითმმართველობისთვის თემაზე მიმდინარე კონფერენციას ესწრება. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ეფექტურ მართვას კარგი გამოცდილება და ცოდნა სჭირდება. ასევე ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნეობას:
„მე პირადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ პროექტს. ისევე როგორც სკოლის მოსწავლეების პროექტს გახდი მოქალაქე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. ორი წელია ეს პროექტი მიდის და გაგრძელდება, რამეთუ ძალიან ეფექტური გამოდგა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ეფექტურ მართვას სჭირდება კარგი გამოცდილება, კარგი ცოდნა. ჩვენს უახლეს ისტორიაში ძალიან ცოტა დროა, რაც ვმართავთ ჩვენს ქვეყანას და ვსაჭიროებთ სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდა იმისითვის, რომ ჩვენი ქვეყანა ეფექტურად მოიმართოს და სწორი მიმართულებით განვითარდეს,“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კონფერენციის მიზანია კონკურსში გამარჯვებულმა გუნდებმა მუნიციპალიტეტების პრიორიტეტული საკითხების მოგვარების გეგმები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ამ სფეროს ექსპერტებს გააცნონ.
მასალის გამოყენების პირობები






