პროკურატურის ქმედება კარსმომდგარ არჩევნებს უკავშირდება - გია ლორთქიფანიძის კომენტარი
პოლიტიკა - 20:17, 20 Sep, 2016     1913
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს ნინო ბურჯანაძის მიერ ორგანიზებული აქციის დარბევის საქმეში დღეს ბრალი ოთხ ყოფილ მაღალჩინოსანს წაუყენა. პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებულად არიან ცნობილნი აღნიშნულ საქმეში დავით ახალაია, ლევან ქარდავა, ვასილ ლელუაშვილი და რევაზ შიუკაშვილი.

საგამოძიეობო უწყებამ ასევე დაკიტხვაზე დაიბარა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი მოადგილე, ამჟამად ოდესის მთავარი სამმართველოს უფროსი გია ლორთქიფანიძე. მას დაკითხვაზე გამოცხადების გონივვრულ ვადად 21 სექტემბრის 18:00 საათი დაუდგინდა.

„ნიუპოსტი“ ლორთქიფანიძეს ოდესაში დაუკავშირდა. მისი განცხადებით დაკითხვაზე გამოცხადებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, იგი მიიჩნევს, რომ ეს ყოველივე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

როგორც ლორთქიფანიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, იგი 26 მაისის საქმეზე სამჯერ არის დაკითხული და საგამოძიებო უწყებისთვის ამომწურავი ინფორმაცია აქვს მიცემული.

„უწყებაში ნათქვამია, რომ ხვალ 18:00 საათზე უნდა გამოვცხადდე 26 მაისის საქმეზე დაკითხვაზე. აღნიშნულ საკითხზე რამდენიმეჯერ ვარ დაკითხული და გამოძიებისთვის მიცემული მაქვს სრული ინფორმაცია რაც კი გამაჩნდა, დამატებით ამ საქმეზე არაფერი მაქვს სათქმელი და ეს განმარტება გამოძიებისთვისაც მაქვს მიცემული. ჩვენების მიცემიდან სამი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი საქართველოში. ჩემს მიმართ არავითარი კითხვა არ გასჩენია გამოძიებას.

ხვალ სიტყვით გამოვდიდავრთ პარლამენტში, კომიტეტში მოსმენა მაქვს, ფიზიკურად ვერ მოვახერხებ ჩამოსვლას. არც დღეს გავრცელებულ ვიდეომასალასთან და არც ჩემი დაკითხვისას წარმოდგენილ ვიდეოებთან არავითარი პასუხი არ გამაჩნია. უკრაინის ნაციონალურ პოლიციაში ერთ-ერთი დიდი დანაყოფის მოქმედი ხელმძღვანელი ვარ და ვერანაირად ვერ მოვახერხებ ამ მოკლე ვადაში საქართველოში ჩამოსვლას.

ყველასთვის გასაგებია, რომ პროკურატურის ქმედება მოკლებულია ყოველგვარ გონივრულობას და უკავშირდება კარსმომდგარ არჩევნებს და ხელისუფლების მცდელობაა ჩემი საქართველოში დაბრუნების ხელშეშლისათვის. ძალიან ვწუხვარ, რომ პროკურატურის მოქმედება ნაკარნახევია გარკვეული პარტიების ინტერესების მიხედვით“, - აცხადებს ლორთქიფანიძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42