სამხედრო პოლიცია სავსე იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით - ალასანია ფარულ ჩანაწერებზე
პოლიტიკა - 18:47, 20 Sep, 2016     2468
ეს იყო დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ტვ. პირველის პირდაპირ ეთერში ფარულ ჩაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

‘’როდესაც თავდაცვის სამინისტროში დავიწყეთ სამხედრო პოლიციის დეპოლიტიზაცია, იქ ასეთი უმძიმესი სურათი და დანაშაულებრივი ქმედებები დაგვხდა. სამხედრო პოლიცია სავსე იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. მაშინვე გადავუგზავნეთ პროკურატურას, მაგრამ არც ერთი საქმე არ არის დღემდე გამოძიებული. მე და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ველოდებოდით, რომ პასუხი მიგვეღო და გამოძიება მისულიყო ლოგიკურ დასკვნამდე, რომ გამოევლინათ, ვინ ახორციელებდა ამ საშინელი ჩანაწერების გავცელებას. ველოდით, კონკრეტულად დაესახელებინათ, რომელი პიროვნება, ქვედანაყოფი, თანამდებობის პირი იყო პასუხისმგებელი ასეთ გაუგონარი ჩანაწერების ჩაწერა-შენახვაზე. პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ იმ ხელისუფლებას ეკუთვნის, გასაგებია, მაგრამ კონკრეტიკაა საჭირო, კონკრეტული ადამიანები თუ არ დაისაჯნენ, სხვა დროსაც გაბედავს რომელიმე პოლიტიკური ძალა იგივეს“ - განაცხადა ალასანიამ.

,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი აცხადებს, რომ ჩანაწერების ის ნუსხა, რომელიც მას პირადად წარმოუდგინეს არ უნახავს. მიიჩნევს რომ არ ჰქონდა ამის არც უფლება და არც ნახვის სურვილი - ,,რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, ეს იყო ის ნუსხა, რომელიც წარმომიდგინეს, პირადად მე არ მინახავს, არც მქონდა სურვილი და არც უფლება, რომ ეს კადრები მენახა. რამდენი დისკიც არსებობდა და ტექნიკური მახასაიათებლები, მაშინვე შევაკვრევინე, გადავუგზავნე პროკურატურას და მოვთხოვე გამოძიება. ყოველ სამ თვეში ვკითხულობდი და ვახსენებდი, თუ როგორ მიდიოდა გამოძიება, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ვიცოდი, რომ ასეთივე მასალები იყო შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. რეალობა იყო უმძიმესი, ის რეჟიმი ამას სჩადიოდა... ეს იყო, ჩემი აზრით, დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ, მაგრამ არანაკლებ დამნაშავეა ის სტრუქტურა, ის ორგანიზაცია ან ჯგუფი, ვინც ამ მასალების გავცელება დაიწყო’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42