დღევანდელი ხელისუფლება ახერხებს, რომ რეალურ დანაშაულებს პოლიტიკური ელფერი მისცეს - ამირან გიგუაშვილი
პოლიტიკა - 18:26, 20 Sep, 2016     1179
,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ადვოკატი ამირან გიგუაშვილი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ 26 მაისის ამსახველ ვიდეო მასალას განცხადებით ეხმაურება. ადვოკატის აზრით 26 მაისის საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ კუდის ყოფილი მაღალაჩინოსნებისთვის ბრალის წაყენებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის თემას ვიწრო პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს.

" ოცნების ხელისუფლება აგრძელებს სამართლიანობის აღდგენის იდეის დისკრედიტაციას და რეალური დანაშაულებისათვის პოლიტიკური ელფერის მინიჭებას. პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ ნაციონალური ხელისუფლების დროს მართლაც არბევდნენ მშვიდობიან მიტინგებს და სასტიკად უსწორდებოდნენ საკუთარ მოსახლეობას, პრობლემაა ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ თემებით სპეკულაციას აგრძელებს და ახერხებს, რეალური დანაშაულებს პოლიტიკური ელფერი მისცეს"

ამირან გიგუაშვილის განცხადებით ოცნების ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ სანახაობის გარდა არაფერი აქვს შესათავაზებელი მოსახლეობისათვის და სწორედ ამიტომ ცდილობს მძიმე წარსულის შეხსენებით მოახერხოს ელექტორატის მობილიზება.

"როდესაც ამომრჩევლისათვის გაკეთებული საქმეები არ გაქვს შესათავაზებელი, ვერ გახსენი საწარმოები, ვერ ააგუგუნე ეკონომიკა, ვერ აღადგინე სამართლიანობა, მაშინ ბუნებრივია იაფფასიანი სანახაობის გარდა შესათავაზებელი აღარც არაფერი გაქვს. საზოგადოებას ეს სპექტაკლი უკვე ბევრჯერ აქვს ნანახი. შევარდნაძე ხალხს გიორგაძით აშინებდა, სააკაშვილი პუტინთან შეკრული ოპოზიციით, ოცნების ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებით ცდილობს ხალხის დაშანტაჟებას. მაგრამ არ გამოვა ეს ამბავი. დარწმუნებული ვარ რვა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვა ჯანსაღი ძალა, რომელიც უღირს წარსულზე ერთხელ და სამუდამოდ იტყვის უარს და ქვეყანაში სამართლიანობის რეალურ განცდას დაამკვიდრებს"-განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42