საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე OPIC-ის მიწვევით აშშ-ი იმყოფება
პოლიტიკა - 17:14, 20 Sep, 2016     2211
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ნიუორკსა და ვაშინგტონში საქმიან შეხვედრებს მართავს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აშშ-ში ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის - „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის“ (OPIC) -ის მიწვევით იმყოფება. აშშ-ში გამართულ შეხვედრებს საპარტნიორო ფონდის საკონსულტაციო ჯგუფის წევრი მირიან გოგიაშვილი ესწრება.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ნიოუორკსა და ვაშინგტონში მსხვილი საფინანსო წრეებისა და კომერციული სტრუქტურების ხელმძრვანელ პირებს ხვდება. დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ეკონომიკური გუნდისა და ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის - „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის“ (OPIC) წარმომადგენლებთან.

საპარტნიორო ფონდისა და „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის“ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა იქნება OPIC -თან დაგეგმილი შეხვედრის მთავრი თემა. მხარეებს სურთ ჩამოაყალიბონ გრძელვადიანი თანამშრომლობის ზოგადი პრინციპები, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროებში ინვესტიციების განხორციელებას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საკითხს. შეხვედრაზე საუბარი შეეხება ასევე საპარტნიორო ფონდსა და OPIC -ს შორის გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც მხარეების შესაბამისი რესურსებისა და შესაძლებლობების გამოყენებით სხვადასხვა კომერციულად საინტერესო პროექტების შესწავლას და მათ დააფინანსებას ითვალისწინებს. OPIC-მა საქართველოში დღემდე, ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად 50-ზე მეტ პროექტში 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„საქართველოსთვის ამერიკა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, ისევე, როგორც ამერიკისთვის საქართველო, მსოფლიოში წამყვან ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო სივრცეებით. საქართველოს აქვს ლიბერალური საგადასახადო გარემო, საინტერესო და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი, სტაბილურად მზარდი ეკონომიკა, რაც ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია“.-განაცხადა დავით საგანელიძემ

საპარტნიორო ფონდის აღმასრუელბელი დირექტორი დავით საგანელიძე ამერიკის საქმიანი წრეების, ბანკებისა და მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ ლექციას წაიკითხავს და ამერიკელ სტუდენტებს საქართველოს ისტორიასა და შესაძლებლობებს გააცნობს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ამერიკის ბიზნეს ასოცოაციებთან შეხვედრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42