,,თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არავითარ კავშირში არ იყვნენ პარტიასთან და შესაბამისად სწორეს პოლიტიკური მოტივით მოხდა მათი დაკავება და ჩვენ 8 ოქტომბრის შემდეგ დავასრულებთ კონტროლირებადი სასამართლოს ეტაპს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ პარტიის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ ,,კაბელების საქმის“ ადვოკატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განიხილა სახალხო დამცველის დასკვნა, რომლის თანახმად, „კაბელების საქმეზე“ სასამართლოს გადაწყვეტილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებმა ამ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის დასკვნა ჯერ კიდევ 31 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვეს, როდესაც, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით საქმის ადვოკატებს გადაეცათ სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის დასკვნა, რომელიც ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნა. საქმის ადვოკატების განცხადებით, დასკვნის თანახმად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატი ე.წ. კაბელების საქმის გარემოებებს სწავლობდა.
,,თავდაცვის ყოფილი თანამშრომლების, ამ ხუთი უდანაშაულო ადამიანის საქმე არ არის მხოლოდ „თავისუფალი დემოკრატების“ საქმე, ამიტომაც შევხდით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც პირველი დღეებიდან აკვირდებიან ამ პროცესებს, რომ საზოგადოებას შეექმნას სწორი წარმოდგენა და არ შევიდეს შეცდომაში, როდესაც ივანიშვილი საუბრობს, მეგობართა ჯგუფზე, მინდა გითხრათ, რომ ისინი იყვნენ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და საერთო არ ჰქონდათ არც პარტიასთან, არც ჩემთან და სწორედ პოლიტიკური მოტივით მოხდა მათი დაკავება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
პარტიის ლიდერისგანცხადებით საზოგადოება უნდა იყოს ყურადღებით და დააკვირდეს საქმესთან დაკავშირებულ პროცესებს - როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო. იგი ამბობს, რომ არ შეიძლება არსებობდეს იმედი სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების სასამართლოს მხრიდან, რომელსაც მურუსიძე აკონტროლებს. ,,ჩვენ ვართ პოლიტიკური როგანიზაცია რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი ფორმებით და სასამართლო გზით აპირებს სიმართლის დადგენას და აქედან გამომდინარე მინდა ვისურვო, რომ საზოგადოება იყოს მხარდამჭერი. არასამთავრობო სტრუქტურებმა ძალიან სერიოზული დასკვნები გააკეთეს, სახალხო დამცველმა, სასამართლოს მეგობრის შეფასება გაკეთდა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს თავისი პოზიცია, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური მოტივით არიან დაკავებულნი. ჩვენ 8 ოქტომბრის შემდეგ დავასრულებთ კონტროლირებადი სასამართლოს ეტაპს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საქმის ადვოკატების განცხადებით სახალხო დამცველის დასკვნაში, დეტალურად არის განხილული ყველა ასპექტი და დეტალურად არის შესწავლილი. გამოყენებულია, როგორც ქართული ისე უცხოური სამართლებრივი წყაროები. პარტიის ლიდერის განცხადების საფუძველზე ის, რაც წერია სასამარლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით გარანტირებულ უფლებას.
მასალის გამოყენების პირობები






