მონიტორინგის შედეგებს IDFI-ის კვლევის შემდეგ, დღეს კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო წარადგენს თემაზე, როგორი იყო ბოლო 4 წელი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემისთვის.
სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის საფრთხეზე საუბრობს ეკა გიგაურიც.
„სასამართლო სისტემაში ხდება კონკრეტულ მოსამართლეთა ჯგუფის გაძლიერება. ფაქტობრივად ეს ყველაფერი შეიძლება გადაიზარდოს კლანურ მმართველობაში, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა. ამ შემთხვევაში, ჩვენ რა თქმა უნდა, ბატონი მურუსიძის თემა მოგვყავს მაგალითად, მაშინ როდესაც კონკრეტული ჯგუფები აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მის მხარდაჭერას ცდილობენ და ზუსტად ამიტომ ის ინიშნება კონკრეტულ თანამდებობაზე და ზუსტად ამიტომ, ის არაფორმალურად ჰპირდება სხვა მოსამართლეებს, რომ ისინი დაინიშნებიან. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დახურულ კარს მიღმა მიღებულ გადაწყვეტილებებთან გვაქვს საქმე,“-აცხადებს ეკა გიგაური.
მასალის გამოყენების პირობები






