მიხეილ ჯანელიძე სამხრეთ კორეელ კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა - 09:57, 20 Sep, 2016     1145

გაერო-ს 71-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან იუნ ბიონ სესთან.

შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და კორეას წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, რაც გამოიხატა არა მხოლოდ სამთავრობო დონეზე ინტენსიური თანამშრომლობით, არამედ ბიზნეს სექტორისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური ტენდენციით. ამ მხრივ კორეის საგარეო უწყების ხელძღვანელმა ხაზი გაუსვა კორეის ბიზნეს წრეების მზარდ დაინტერესებას საქართველოთი, აღინიშნა საქართველოში კორეული ინვესტიციების წარმატებული მაგალითები. განსაკუთრებით კი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის კუთხით.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს მიერ ინიცირებული ღონისძიების მნიშვნელობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კორეას ინიციატივის გაზიარებისა და ღონისძიების თანაორგანიზატორობისთვის. კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა უაღრესად დადებითი შეფასება მისცა კარგი მმართველობის სფეოში საქართველოს მიღწევებსა და იმ ახალ ინიციატივებს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს გააჩნია ელექტრონული მმართველობისა და ქვეყანაში საჯარო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით. კორეამ, როგორც ელექტრონული მომსახურების სფეროში რეგიონის წარმატებულმა ქვეყანამ, აღნიშნულ სფეოში ურთიერთგამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე და მზადყოფნა გამოთქვეს, წვლილი შეიტანონ ურიერთობების შემდგომ განვითარებაში.

მინისტრებმა გამოთქვეს სურვილი გამორჩეულად აღინიშნოს საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაიგეგმოს მთელი რიგი ღონისძიებები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწია.

საუბრისას მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება სხვადასხვა სფეროში, კერძოდ ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა რიგი მნიშვნელოვანი ვიზიტებისა, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენელთა მხრიდან. მიმდინარეობს ნაყოფიერი მუშაობა სამართლებრივი ბაზის განვითარების კუთხით, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმებაში აისახა და სხვ.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად ჩატარებას. ასევე მომავალ წელს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, შეიმუშავებენ შესაბამისი ღონისძიებების გეგმას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42