"ის, რაც დღეს მოხდა, ჩვენ ვიცოდით. ამ ადამიანის ყველაზე დიდი და მწვავე გაღიზიანება იწყება იმ პერიოდიდან, როცა მან გაიგო, რომ სიის ათეულში ვერ მოხვდა. დღეს მათი განცხადების დრო დაზუსტდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ვთქვით, რომ "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" საზოგადოებას წარუდგენდა ინფორმაციას იმ საშიშროებების შესახებ, რომელსაც ხელისუფლება ჩვენი პარტიის წინააღმდეგ ახორციელებს. ეს თუ გამიზნული იყო იმისთვის, რომ რაღაცა გადაფარვა მომხდარიყო, ძალიან არასწორია. მოღალატეები არ სჭირდება არავის, მათ შორის, არც დამკვეთს. სამწუხაროდ, ამ ადამიანისგან შექმნეს მოღალატე. გული მწყდება იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც წავიდა და რომლებიც გახდნენ მანიპულაციის მსხვერპლი და რომლებიც გახდნენ მეგობრული ურთიერთობის ბოროტად გამოყენების მსხვერპლი. რა თქმა უნდა, არ არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც დაფარულია ბოლომდე და ადრე თუ გვიან ისინიც გაიგებენ"- განაცხადა ჯანდიერმა "რუსთავი 2"- ის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






