ცნობილი ქართველი სპორტსმენები დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად სოფელ გალავანს ეწვივნენ
პოლიტიკა - 18:17, 19 Sep, 2016     1787
ცნობილი ქართველი სპორტსმენები დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად სოფელ გალავანს ეწვივნენ მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპორტესმენისა და სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის მშობლიური სოფელია, დღეს ცნობილი ქართველი სპორტსმენები ჩავიდნენ.

ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, ზურაბ ზვიადაური, სოსო ჯაჭვლიანი, გიორგი ბაინდურაშვილი, მირიან პავლიაშვილი, ფეხბურთელი გელა კეტაშვილი და სხვები მცხეთაში „ართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად ჩავიდნენ. მოსახლეობასთან შეხვედრისას სპორტსმენებმა ხაზი გაუსვეს „ქართული ოცნებისა“ და დიმიტრი ხუნდაძის უპირატებობებს, ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოფილი მაღალჩინოსნები კვლავ ცდილობენ პოლიტიკაში დაბრუნებას და მოსახლეობამ მათ ამის საშუალება არ უნდა მისცეს. დიმიტრი ხუნდაძემ გალავნელებს მიმართა, რომ არჩევანი არა ნაცნობობით და ნათესაობით, არამედ ქვეყნის საკეთილდღეოდ გააკეთონ. „დღეს აქ, არჩილ ჩოხელის მემორიალთან, სიმბოლურად გადავწყვიტეთ თქვენთან შეხვედრა. ყველასათვის საამაყო სპორტსმენი, თქვენი სოფლის შვილი არჩილ ჩოხელი სააკაშვილის ხელისუფლებამ იმსხვერპლა. უფლება არა გვაქვს, იმ სისხლიან რეჟიმს დღეს კვლავ მივცეთ შანსი, დაბრუნდნენ პოლიტიკაში და კვლავ ჩვენი შვილების სიცოცხლე შეიწირონ. „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას აჩუქა მშვიდობა და განვითარების პერსპექტივა. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია თქვენი სიცოცხლე, თქვენი ჯანმრთელობა და ამისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ. ჩვენ შევძელით კორუფციული სქემიდან სახელმწიფო ღირსეული მართვის სქემაზე გადაგვეყვანა. ჩვენ გპირდებით სწრაფ განვითარებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას და ამას აუცილებლად შევასრულებთ. ვიცით, რომ ჯერ ყოფითი პრობლემები ისევ არის, მაგრამ შემდგომი 4 წელი უკვე ამ პრობლემების დასასრული იქნება. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ხედავთ ქვეყნის წინსვლას და თქვენი არჩევანიც შესაბამისი იქნება“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42