„ქართული ოცნების" წევრები დღეს „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 16:41, 19 Sep, 2016     1077

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგნელებმა პლატფორმის წევრებს გააცნეს საარჩევნო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას უკავშირდება. ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პლატფორმის წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინეს.

„დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან“. ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ორმოცამდე ორგანიზაციას. ჩვენ საერთო საზრუნავზე გვქონდა პირველი სერიოზული განხილვა. მოგეხსენებათ, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში უკვე არის ცალსახად დეკლარილებული, რომ ჩვენ ვიმუშავებთ უფრო ჰუმანურ, ადამიანის უფლებებზე და ადამიანის ღირსებაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკაზე“,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა მარიამ ჯაშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

განცხადება ასევე გააკეთა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით,პლატფორმის მხრიდან გამოითქვა იდეა, რომ გაფორმდეს მემორანდუმი პოლიტიკურ პარტიებთან.

„მემორანდუმში ასახული იქნება ის ძირითადი პრინციპები, რა პრინციპებსაც უნდა შეესაბამებოდეს პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით. ჩვენ ტექსტი ჯერ არ გვინახავს, თუმცა გავეცნობით. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამიტომ, უკვე მომავალი პარლამენტი აუცილებლად იმუშავებს ამ საკითხზე“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება ასევე გააკეთა „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ წარმომადგენელმა კოკა ლაბარტყავამ.

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა“ შეხვდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ისევე როგორც შეხვდა სხვა პოლიტიკურ პარტიებს. გაიმართა საუბარი ნარკოპოლიტიკის სფეროში შესაძლო ჰუმანიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ასეთი თანამშრომლობა, რაც C ჰეპატიტის სფეროში წარმატებით განხორციელდა, ასევე წარმატებით განხორციელდება ნარკოპოლიტიკის სფეროში, რითაც ნარკოტიკების მომხმარებლებსა და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი თავის რეალიზებისა და საზოგადოებაში დაბრუნების საშუალება მიეცემათ”,-აღნიშნა კოკა ლაბარტყავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42