"შემომწირველებს შემოსავალი არ ჰქონდათ და ვალები უფიქსირდებოდათ... ჯანდიერის განცხადება პიარის მცდელობაა" - აუდიტის სამსახური
პოლიტიკა - 15:33, 19 Sep, 2016     2232
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთმა ლიდერის დავით ჯანდიერის ბრალდებებს წინასაარჩევნოდ პიარის გაკეთების სურვილს უკავშირებს.

როგორც აზნაურაშვილმა "ნიუპოსტს" უთხრა, აუდიტის სამსახური საჭიროების შემთხვევაში შემოწირულობებისა და გამოკითხვების სტატისტიკის გასაჯაროებისთვის მზადაა.

"მიუღებელია წინასაარჩევნო პიარზე გათვლილი განცხადებები, ეს პროცესი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, "სახელმწიფო სახლისთვის" ლიდერებს კი ეს საკითხი რატომღაც ახლა გაახსენდათ. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავასაჯაროოთ შემოწირულობებისა და გამოკითხვების სტატისტიკა, წარვადგენთ ყველა მასალას რომელიც გადაგზავნილ იქნა სასამართლოში, რაც დაადასტურებს, რომ დაჯარიმებული პირები იყვნენ არაუფლებამოსილი შემოწირულება განეხორციელებინათ - განაცხადა აზნაურაშვილმა.

მისი თქმით, პარტიის ”სახელმწიფო ხალხისთვის“ თანხები ისეთმა პირებმა შესწირეს, რომლებსაც შემოსავალი არ უფისირდებოდათ, მიკროსაფონასო ორგანიზაციებში კი ვალები ერიცხებოდათ.

"როდესაც შემოსავლების სამსახურში შემომწირველებს არ უდასტურდებათ არანაირი შემოსავალი, ბუნებრივია ასეთ პირებს ინტერვიუზე მოსვლასა და დოკუმენტების წარდგენას ვთხოვთ. როცა ინტერვიუსას პირი ამბობს, რომ ხელფასი არ აქვს, ვალები კი უფიქსირდება, ძნელია დაიჯერო რომ 200 ლარს ვერ იხდის, თუმცა კონკრეტულ პარტიისთვის 5 000 ლარის შეწირვას გეგმავს. ეს ტყუილი და არარეალურია"- აღნიშნა აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა.

ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, მისი უწყება ყველა პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებას, რასაც ამოწმებს შემოსავლების სამსახურსა და საბანკო მონაცემებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდგომ იღებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და სასამართლოში გაგზავნის გადაწყვეტილებას.

”სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მიმართ11ოქმი შევადგინეთ, საბოლოოდ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. ჯამში გამოკითხულია 80 პირი, საიდანაც მხოლოდ 33 არის „სახელმწიფო ხალხისთვის“ შემომწირველი - აღნიშნა ზურაბ აზნაურაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42