"სანიკიძეს ან ის აღიზიანებს, რომ ფული ვერ იშოვა, ან ჩემს ლანძღვაში იღებს ფულს"- ივანიშვილი ყოფილ თანაგუნდელებს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 13:13, 19 Sep, 2016     8830
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებისა და საზოგადოების წარმომადგენლების კითხვებს ამჯერად ახალციხეში პასუხობს. ბიძინა ივანიშვილმა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე გააკეთა კომენტარი და სათითაოდ მოიხსენია ის პარტიები, რომლებიც მას აკრიტიკებენ, ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ივანიშვილმა, ყოფილ თანაგუნდელებზეც ისაუბრა:

“საკუთარ პიროვნებას ფუფუნებას არ ვაძლევ, რომ ჩრდილში წავიდე და ფუფუნებაში ვიცხოვრო. ჩემი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება მინდა ჩემს ქვეყანას მოვახმარო, რომ სწორი გზით განვითარდეს. ის შეურაცხყოფა და გინება რაც ჩემსკენ მოდის, ნუ რა ვქნათ, ვინ იგინება ძირითადად ვნახოთ, აქვთ თუ არა ამის საფუძველი. „ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყონოს“, ნაციონალებისგან კრიტიკა გასაგებია, მთელი ქვეყანა ფეხქვეშ ქონდათ გაგებული, დღეს კი ვინ სადაა, ზოგი გაქცეულია, ზოგი ციხეშია ეს დანარჩენი ჯგუფი აგრესიულად ცდილობს დაიბრუნოს.“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა „თავისუფალი დემოკრატებიც“ გააკრიტიკა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ალასანიას გუნდი მას აკრიტიკებს:

„თავისუფალი დემოკრატები იყვნენ პარტნიორები, თავდაცვის სამინისტროში შევიდა პროკურატურა და როგორც კი ეჭვი გაჩნდა თვითონ ალასანიაზე კი არა, ალასანიას სამეგობროზე, რომელიც მან სამინისტროში შეიყვანა, არც აციეს არც აცხელეს და ევროატლანტიკური კურსი შეცვალა საქართველომო. ესე გაგრძელდა ეს რომ , როგორ ვიკადრეთ, რომ ეჭვი ავიღეთ ამ კაცზე. როგორც ნაციონალები ამბობენ, რომ მერაბიშვილი, უგულავა და ახალაია ჩემი პირადი პატიმრები არიან, ისე გაავლეს ამათმაც პარალელი და აცხადებენ, რომ ეს თანამშრომლები არიან ივანიშვილის პატიმრები. მე არავის არ ვზოგავდი, კანონი პირველ რიგში უნდა დაიცვას თანამდებობის პირებმა.“- აღნიშნა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის საგანი კიდევ ერთხელ გახდა რესპუბლიკური პარტია:

„რესპუბლიკელები რატო მაგინებენ? მათ აქვთ დიდი შეუთანხმებლობა საკუთარ მოთხოვნილებასა და შესაძლებლობებს შორის. იმხელა სხვაობაა, რომ სასწაული უნდა მოახდინო, რომ ესენი ერთმანეთს დაუახლოვო, ამ სასწაულის მოხდენას ჩემგან ითხოვენ. ისინი ითხოვენ ჩემგან იმ ლეგენდის აღიარებას, რომ რესპუბლიკური პარტია მთავარი პარტია უნდა გამხდარიყო და „ქართული ოცნება“ უნდა ჩამეწია და პრემიერი უნდა ყოფილიყო უსუფაშვილი. თუ ამ ლეგენდას არ ვაღიარებ, იმუქრებიან დააბრუნე 2012 წელის და ჩვენ მარტო შევებრძოლებით ნაციონალლურ მოძრობასო. აი ამხელა ამბიცია და პრეტენზია აქვს. მე მათ წყევლის ნაცვლად დავლოცავდი და შევახსენებდი , „კავკასიელი ტყვე ქალი“ რომა, იქ არის ერთი სადღეგრძელო, რომელშიც დევს ძალიან დიდი სიბრძნე , რომ ადამიანის მოთხოვნილებები და შესაძლებლობები დაახლოებული უნდა იყოს. მე მათ ვუსურვებდი, რომ ეს მოეხერხებინოთ, ჩემი გამოყენების გარეშე“- განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ყოფილი თანაგუნდელი გუბაზ სანიკიძეც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სანიკიძე ან იმიტომ არის მასზე გაბრაზებული, რომ პოლიტიკაში მოსვლით მილიონი ვერ იშოვა, ან მის ლანძღვაში იღებს ფულს:

„გუბაზთან არასოდეს პირადი წყენობა არ მქონია, გადმოხტა და ესე ცუდად მომიხსენიებს , ამ დროს ნახეთ ოდესღაც გუბაზის ნათქვამი, რომელიც მედიაში გამომოვიდა, რომ ის პოლიტიკაში იმიტომ მოდის, რომ მილიონერი უნდა გახდეს. მას ან ის აღიზიანებს, რომ ფული ვერ იშოვა პოლიტიკაში და ამაში ისევ მე ვარ დამნაშავე, ან ფულს იღებს იმაში , რომ მაგინოს.“- განაცხადა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42