საზარელი შემთხვევა სამეგრელოში, ზუგდიდის ცენტრში 50 წლამდე ქალბატონს სატვირთო დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გამსახურდიას ქუჩაზე ერთ-ერთ შუქნიშანთან, რამდენიმე წუთს წინ მოხდა.
როგორც "ნიუპოსტს" თვითმხილველებმა აცნობეს, გარდაცვლილმა შუქნიშანზე გადასვლა მოინდომა, რა დროსაც მწვანე აინთო და სატვირთომ გადაუარა. ქალბატონს თავვი სრულად დაზიანებული აქვს.
მძღოლი არ მიმალულა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
ადგილობრივების თქმით, გზის ამ მონაკვეთზე ავარიები ხშირია, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და პერიმეტრი გადათხრილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






