"თუ ივანიშვილი უსაფუძვლო ბრალდებებს არ დაასრულებს, საზოგადოებას მტკიცებულებებს წარვუდგენთ"- ბერძენიშვილი
პოლიტიკა - 12:05, 19 Sep, 2016     2230
საქართველოს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის თქმით თუ ბიძინა ივანიშვილი მათი პარტიის წევრების წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს არ დაასრულებს, საზოგდაოებას მტკიცებულებებს წარუდგენენ. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, ივანიშვილის მიერ "რესპუბლიკურ პარტიასთან" და დავით უსუფაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სიცრუეა:

„ივანიშვილის წინააღმდეგ ფრონტი ჩვენ არ გაგვიხსნია, პირველად მან გახსნა ცეცხლი, როდესაც მის მიერ წარმატებულ მნიშვნელოვან ფიგურად აღირებული უსუფაშვილი გააკრტიკა. მეტიც, ერთი-ორჯერ უსუფაშვილი უხამსი სიტყვებით მოიხსენია. იმედი მაქვს, ამას მალე გაიაზრებს და ბოდიშსაც მოიხდის. დეტალურად აგიხსნით - 2015 წლის თებერვალში ივანიშვილმა მე და უსუფაშვილს დილის ცხრა საათზე შეხვედრა დაგვინიშნა. როდესაც მივედით, გვითხრა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დავით უსუფაშვილს გთავაზობთო. ჩვენი უარის მიზეზი კი ის იყო, რომ ივანიშვილისგან პროცესებში ფორმალურად დაბრუნებაზე ნეგატიური პასუხი მივიღეთ. თუ ივანიშვილი პოლიტსაბჭოში არ დაბრუნდებოდა, არაფორმალური მმართველობა უსუფაშვილის პრემიერობის პირობებშიც გაგრძელდებოდა, რაც პროცესებს ისევ ჩიხამდე მიიყვანდა. ვერც ”ქართული ოცნების” განახლება და კოალიციისთვის ევროპული ელფერის შემატება მოხერხდა, რაც კოალიციის დაშლით დასრულდა. ხაზგასმით ვაცხადებ, თუ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს არ დაასრულებს, საზოგდაოებას მტკიცებულებებს წარვუდგენთ”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42