პაატა ბურჭულაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 11:53, 19 Sep, 2016     9533
პარტია „პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი, პაატა ბურჭულაძე მდეიის წარმომადგენლებს შეხვდა და მისი გაერთიანებისა და მის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და მათ მიზეზებზე ისაურა:

„ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო მკაფიო და ხშირია სამართალდარღვევის ფაქტები, დაუცველი გახდა ადამიანი, დაუცველობის გრძნობა ეუფლება თითოეულ ჩვენგანს, საქართველოში ბრუნდება კრიმინალური გარჩევები, ძალადობა, კორუფცია, მკვლელობები ქალაქის ცენტრში, პოლიციელების მხრიდან ზეწოლის გამო ორი თვითმკვლელობა მოხდა უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე. ბანკების გაქურდვა, მოქალაქეთა პირად ცხოვებაში ჩარევის ფაქტები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

ზეწოლა ჩემზე და ჩემ მიერ დაარსებულ მოძრაობაზე „სახელმწიფო ხალხისთვის“ არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სისტემა და მეთოდები არ შეცვლილა, შეიცვალნენ მხოლოდ შემსრულებლები. ჩვენ გვითვალთვალებენ, გვისმენენენ, ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, ვინც მხარს უჭერენ ჩვენს პარტიას. მათზე ვინც მხარს უჭერენ ჩვენს იდეას - სახელმწიფო ჩადგეს ხალხის სამსახურში. ეს ერთის მხრივ, ნიშანია იმისა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და შევძელით საუკეთესო და კომპეტენტური გუნდის ორგანიზება, რომელსაც აქვს მზარდი რეიტინგი, მაგრამ მეორეს მხრივ აღნიშნული ქმედებები ყოველგვარ ზღვარს სცდება.

ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მთავრობა არის ხალხის მიერ დაქირავებული და ის ხალხს უნდა ემსახურებოდეს. ჩვენ თითქოს უკვე მივეჩვიეთ კიდეც ნეგატიური ინფორმაციის მოსმენას, მივეჩვიეთ უმოქმედობასა და ყველაფერ ცუდს. მე, სწორედ ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი და დღეს მიწევს ათასგვარი ცილისწამების ატანა მხოლოდ იმის გამო, რომ დარწმუნებული ვარ, იმ პროფესიონალთა გუნდთან ერთად, რომელიც შევკრიბე, უმოკლეს დროში შევძლებ ქართველი ხალხის გამოყვანას ამ კრიზისიდან. მთავრობა აუცილებლად ჩადგება ხალხის სამსახურში.

უზნეობაა, როდესაც პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციის მიზნით შეეცდები ზიანი მიაყენო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საამაყო საქმეს საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“, რომელმაც პირდაპირი გაგებით არაერთი ბავშვისა და ოჯახის სიცოცხლე იხსნა! დაამკვიდრა ქველმოქმედების კულტურა! მსოფლიოს ლეგენდარული მუსიკოსები უანგაროდ ჩამოიყვანა, გააცნო მათ საქართველო და არაერთხელ გაიტანა საზღვარგარეთ ქართული კულტურა. უზნეობაა, როდესაც იჭრები პირად სივრცეში და იმ მიზნით, რომ პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტს ავნო, იწყებ სრულიად უსაფუძვლო ჭორების ტირაჟირებას. ჩვენ, მრავალი წელია ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და არავის არ უნდა მივცეთ უფლება, რომ მთელი ქვეყანა აქციოს ორღობედ, სადაც ვინ როგორ ჭორს მოყვება, ეს იქნება მთავარი. უზნეობაა და უკანონობაა, სხვა ადამიანის პირადი წერილების კითხვა და პირადი საუბრების მოსმენა და შემდეგ საჯარო სივრცეში გამოქვეყნება. მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, ვინც ამ ბინძური მეთოდით ცდილობს სხვისი ცხოვრებაზე ზეგავლენის მოხდენას.

ვცდილობდი მოვლენებისთვის მსუბუქად და ზოგჯერ იუმორითაც კი შემეხედა, მაგრამ არა, ეს დღესვე უნდა შეწყდეს, რათა ჩვენ შევძლოთ 8 ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება, რა მეთოდითაც უნდა იბრძოლონ, იდეა - სახელმწიფო ხალხისთვის გაიმარჯვებს“,-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42