,,ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში მაჟორტარი კანდიდატი მერაბ ქვარაია წარადგინა
პოლიტიკა - 20:03, 18 Sep, 2016     1600
ჩვენ უნდა დავამკვიდროთ პოლიტიკაში ახალი თანამედროვე სტანდარტები; უნდა დავასრულოთ დაპირისპირება, შეურაცხყოფების მიყენება, გათითოკაცოებული საქართველო, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც ადგილობრივებს პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია და ზუგდიდის 65- ოლქის, მეორე ზონის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, თაზო ფაცაცია წარუდგინა.

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდს აქვს იმის ძალა, შესაძლებლობა, რომ ერთმანეთის მიმართ იყოს უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა.

„მე მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ ბრძოლისთვის, იმ განვლილი გზისთვის, რაც ჩვენ, ყველამ ერთად, დავიწყეთ 2011 წელს, მაშინ, როდესაც ყველა ერთად დავირაზმეთ, გავერთიანდით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, პარტია „ქართული ოცნების“ ირგვლივ და მოვდივართ. ძალიან ბევრი რთული ბარიერების გადალახვა მოგვიწია, მაგრამ ღირსეულად გამოვიარეთ ეს წლები. ჩვენ მოვახერხეთ მთავარი და მნიშვნელოვანი, წინა ხელისუფლება ჩავანაცვლეთ არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება“,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

კახა კალაძის თქმითვე, საზოგადოების ერთიანობით, არასდროს არ დაბრუნდება ის დრო, როდესაც ძალადობდნენ მოქალაქეებზე.

„გაძლევთ პირობას, რომ ზუსტად ის გუნდი, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ჰქვია, თითოეული თქვენთაგანის თანადგომით, მოვახერხებთ და გავაკეთებთ იმას, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება ის წლები, არასდროს არ დაბრუნდება ის დრო, როდესაც ძალადობდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. ძალადობდნენ განსხვავებული აზრის გამო, ძალადობდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჩვენ ქვეყანაში დავამკვიდრეთ ძალიან მაღალი სტანდარტები. ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მე მეამაყება ის, რომ დღეს თოთოეული ჩვენთაგანი არის თავისუფალი. განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ქვეყანაში არ იდევნებიან. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს“,-დასძინა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42