რესპუბლიკური პარტია ,,პატრიოტთა ალიანსს“ ხიდაშელის პლაკატების მიზანმიმართულ დაზიანებაში სდებს ბრალს
პოლიტიკა - 20:02, 18 Sep, 2016     2077
საბურთალოს #4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის თამარ ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დიდ დიღომში ადგილი ჰქონდა მისი საარჩევნო პლაკატების მიზანმიმართულ დაზიანებას. თამარ ხიდაშელი „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას” და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

,,18 სექტემბერს დიდ დიღომში, პეტრე იბერისა და მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ ხიდაშელის საარჩევნო პლაკატები მიზანმიმართულად დააზიანეს და დაფარეს საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატებით.

აღნიშნული ქმედება ისჯება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის , მე-71 ნაწილით, კერძოდ: „დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული“

ამავე კანონის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა ითვალისწინებს ფულად ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.

მივმართავ „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას” და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს რეაგირებისთვის“ - ნათქვამია თამარ ხიდაშელის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42