,,სულ მალე ონში იქნება ყველა სტანდარტის შესაფერისი მხარეთმცოდენეობის მუზეუმი“ - გოჩა ენუქიძე
პოლიტიკა - 19:37, 18 Sep, 2016     1659
რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის „ქართული ოცნებ-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გოჩა ენუქიძე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდა და ახალი შენობის მშენებლობის შესახებ ესაუბრა. როგროც ცნობილია, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობას დააფინანსებს.

გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, ახალი მუზეუმის მშენებლობა 4.5 მილიონი ლარი ჯდება. თანხა ძალიან სოლიდურია, ამიტომ „თიბისი ბანკის“ გარდა, პროექტის განხორციელებაში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთვება.

„ ჩვენ ეს სიახლე ძალიან გვახარებს. სულ მალე ონში იქნება ახალი, ყველა სტანდარტის შესაფერისი მხარეთმცოდენეობის მუზეუმი. ეს დიდი განძია სრულიად საქართველოსთვის“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ისტორიას მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ითვლის. შენობა სერიუზულად დაზიანდა მიწისძვრების დროს. მუზეუმში 15 500-ზე მეტი უძველესი ექსპონატია დაცული, რომელთა ფოტოები იუნესკო-ს ვებგვერდზეა განთავსებული. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია მეზოლითისა და ნეოლითის ხანის ნივთები. ყურადღებას იქცევს სპილენძისა და ფერადი ლითონისაგან დამზადებული ჭურჭელი, რაჭველი მანდილოსნის ჩაცმულობის სრული კომპლექტი, ონური შალით შეკერილი ჩოხები, ნაბდები, ქუდები, ყაბალახები; ჩიხტიკოპები; შინაური ცხოველის ტყავისაგან შეკერილი ქალამნები, იარაღ-საჭურველის კოლექცია. „ეს განძი უნდა შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს, ამაში ჩვენი ღირსეული მამულიშვილები გვეხმარებიან სრულიად უანგაროდ და ცდილობენ, შეგვინარჩუნონ ქვაში, ხეში, სპილენძში ნაკვეთი სიმდიდრე“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42