თემურ ხუბულური ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების - ზემო და ქვემო ნიქოზის მოსახლეობას შეხვდა
პოლიტიკა - 15:15, 18 Sep, 2016     1788

ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების - ზემო და ქვემო ნიქოზის მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„ზემო ნიქოზი მაღალმთიან დასახლებად ითვლება. სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობის ამაღლებაზე. ამ მიზნის მისაღწევად მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პირთათვის კანონი ითვალისწინებს მთელ რიგ შეღავათებს: პირველ და მეორე ბავშვზე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა დახმარება 100 ლარის, მესამე და შემდეგ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში - 200 ლარის ოდენობით; სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდათ 20%- იანი დანამატი; მასწავლებლებს დაუწესდათ სახელფასო დანამატი, საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით. 2017 წლის 1 იანვრიდან ანაზღაურდება ელექტროენერგიის ხარჯების 50% (არაუმეტეს 100 კვტ. საათისა თვეში); დაწესდა ყოველთვიური დანამატი ექიმებისთვის, პენსიის ორმაგი ოდენობით“,-აღნიშნა ხუბულურმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისადმი დამოკიდებულება. „მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კონფლიქტის ზონის მოსახლეობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ხარჯები, სახელმწიფო პროგრამები კიდევ უფრო მაშსტაბური გახდება“, - განაცხდა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42