1000 კილომეტრიანი გზა - ,,არაფერი ეშველება ამ საქმეს, სანამ ბატონ ნოდარს არ ჩააცემენტებენ ავტობანზე, როგორც ზურაბს სურამის ციხეში“
სოც.მედია - 14:27, 18 Sep, 2016     7990
ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ 1000 კილომეტრიანი გზის მომდევნო 4 წელიწადში აშენებას ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე.,, ვინმეს სჯერა, რომ ამის გაკეთება ამ ვადებში შესაძლებელია?“ - წერს გოცირიძე.

,,არნახული ტყუილი საარჩევნო კამპანიების ისტორიაში!

ახალმა ოცნებამ ძველ ოცნებას გადაასწრო!

მათივე პროგრამაში ვკითხულობთ, რომ ოცნების მმართველობის პირობებში წელიწადში საშუალოდ გაჰყავდათ 28 კილომეტრის სიგრძის გზა ავტობანზე. მომავალ ოთხ წელიწადში აპირებენ 800-1000 კილომეტრი გზის გაყვანას, საიდანაც 550 კილომეტრი იქნება თანამედროვე ტიპის ავტომაგისტრალი. აქედან ერთ-ერთი იქნება მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, "ევროპაში ყველაზე რთული", ანუ მთებში: 53 კილომეტრის ავტობანი 40 გვირაბით და 90 ხიდით, ანუ ყოველ კილომეტრზე ერთი გვირაბი და ორი ხიდი:)

ვინმეს სჯერა, რომ ამის გაკეთება ამ ვადებში შესაძლებელია? ან ამათ შესწევთ ამის უნარი, მაშინ როცა სწორ ტრასაზე, ფაქტობრივად არსებული მაგისტრალის გაგრძელების სამუშაოების გეგმას ორი წლით ჩამორჩნენ და გამოყოფილი თანხებიც კი ვერ აუთვისებიათ?

თანაც ამ საქმის უფროსი რომ შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული მოიხელე ნოდარ ჯავახიშვილია( ინფრასტრუქტურულ კორუფციებზე საუბრის დროც მოვა)?!

წვერ-ილვაშის მოშვება საქმეს რომ შველოდეს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონები იქნებოდნენ:)

ისე, რაღაც დაეჩვია ბრიფინგებზე ჩემი სახელის უდიერად მოხსენიებას. ჰგონია, რომ ამით გზების მშენებლობის ტემპი იმატებს.

არაფერი ეშველება ამ საქმეს, სანამ ბატონ ნოდარს არ ჩააცემენტებენ ავტობანზე, როგორც ზურაბს სურამის ციხეში:)

პოლიტიკურ ჩაცემენტებას ვგულისხმობ, თორემ ისე რას ვერჩი, წავიდეს და მიხედოს თავის სირაქლემების ფერმას( ეროვნული ბანკიდან მოტეხილი ფულით რომ აიშენა თავის დროზე)!“ -წერს გოცირიძე ფესიბუქის გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42