ზაალ გოროზიას მეუღლე - საქმე ჩემი საარჩევნო პროცესებიდან ჩამოშორების მიზნით აღიძრა
პოლიტიკა - 12:24, 18 Sep, 2016     2678

პროკურტურამ “ნაციონალური მოძრაობის” მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატ ზაალ გოროზიას მეუღლეს ოლგა ჩურკანოვას, რომელიც მარტვილის N65 საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრია, ბრალი წაუყენა. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სსკ-ის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. ჩურკანოვას აგრეთვე, კომისიის წევრობის უფლებამოსილება შეუჩერდა.

აღნიშნული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით, ჩურკანოვა სხდომაზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და შელაპარაკების ნიადაგზე კომისიის დროებითი წევრს “ქართული ოცნებიდან” ელგა ცანავას და კომისიის მდივან ნინო დანელიას სცემა.

თავად ჩურკანოვა კატეგორიულად უარყოფს როგორც ნასვამობის, ასევე ცემის ფაქტს და აცხადებს, რომ ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია. მისი თქმით, იგი დაახლოებით 20 დღის წინ, საღამოს 9 საათზე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობბის ოთახში შეესწრო სიის გადაწერის ფაქტს. მან როგორც კომისიის მუდმივმოქმედმა წევრმა მოითხოვა, რომ მისთვის გაეცნოთ თუ რა სახის სიაზე მიდიოდა მუშაობა, თუმცა ,მას ამის უფლებვა არ მისცეს, რის შემდეგადაც მან სია კომისის თავმჯდომარის თანდასწრებით, კომისიის მდივნისა და "ქართული ოცნების დროებითი წევრისაგან მოიპოვა. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო იმ ადამიანების სია, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიას მარტვილის საუბნო კომისიებში დროებით წევრებად უნდა დაენიშნა. ჩურკანოვას თქმით ეს სია სუსის მიერ იყო შედგენილი. როგორც შემდგომში გაირკვა, კომისიამ სწრედ სიაში მყოფი ადამიანები დანიშნა ამ თანამდებობებზე. ეს სია ჩურკანოვას განცხადებით, მან ცესკოს თავმჯდომარეს გადაუგზავნა, თუმცა ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.

ჩურკანოვა აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და სწორდ ამ მიზნით მოხდა მისთვის კომისიის წევრობის შეჩერება.

ჩურკანოვას ადვოკატის განცხადებით კი, ჩურკანოვა უდანაშაულოა და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სხეულზე დაზიანებები არა ნინო დანელიას, არამედ თავად ჩურკანოვას აღენიშნება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42