”მე პოლიტიკოსებთან კი არ ვურთიერთობ, პოლიტიკოსებთან ვმუშაობ, ვურთიერთობ ჩემს მეგობრებთან . მე კვირიკაშვილის სწორედ იმ კონტექსტში ვაქებ , რომ მასთან მუშაობა შემიძლია. მე მასთან სამუშაო ურთიერთობა მაქვს, ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ, საკითხები გავიაროთ, ვეკამათოთ ერთმანეთს. ეს არის ორ პოლიტიკოსს შორის მუშაობის კონტექსტი. მე მახარებს,რომ კვირიკაშვილთან სამუშაო ურთიერთობა მაქვს. მე როდესაც ვინმე არ მომწონს, მას საერთოდ არ ვიხსენიებ. რაც პრეზიდენტი ვარ ძალიან ცოტა ადამიანის მიმართ გამომითქვამს ღიად , ნეგატივი და აგრესია. მიმაჩნია, რომ ეს სტანდარტი უნდა იყოს, რომ მე არ უნდა შევიდე აგრესიულ დისკუსიაში. პოზიტივის ნაწილში კი დაგეთანხმებით, კვირიკაშვილთან შეიძლება მუშაობა, მე არ შემიფასებია კვირიკაშვილი, როგორც პრემიერი და არ მითქვამს, რომ ან კარგია, ან ცუდია. მე ვაქებ მას, როგორც პოლიტიკოსს, რომელთანაც მუშაობა არის შესაძლებელი. ეს თვისება ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრს არ აქვს.”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილის მსგავსად მუშაობა შესაძლებელი იყო დავით უსუფაშვილთანაც,
მასალის გამოყენების პირობები






