„ძალიან კარგი მცდელობაა, რომ ამალაპარაკოთ მაგრამ მე ამ თემებს ღია ეთერში არ განვიხილავ, იმიტომ რომ ეს არ არის პროდუქტიული საზოგადოებისთვის. მე უნდა ვსაუბრობდე პოლიტიკურ პროცესებზე, ღირებულებებზე და არა იმ ჭორაობაზე, რომლისკენაც მუდმივად ქართულ პოლიტიკას ტენდენცია აქვს. ეს თემები განიხილონ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამის განხილვა უნდათ. მე არ ვაპირებ ჩემს პირად გრძნობებზე საუბარს. ამ ადამიანებს, რომლებსაც ჩემთან პიროვნული გასარჩევი აქვთ, ნაწყენია თუ გულაცრუებულია, ამისთვის არსებობს პირადი დიალოგი, არ არის საჭირო ერთმანეთს ტელევიზიით ვესაუბრობთ. სამი წელია ამ ვითარებაში ვარ, რომ მუდმივად მიმდინარეობს ჩემზე რაღაცის მოყოლა და დისკრედიტაცია. სამი წელია პასუხი არ გამიცია და დღეს რატო გაგცემთ? არ მიმაჩნია ეს სწორად“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






