,,ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფუ არაერთგვაროვანია, მასში არიან მშვიდი ადამიანები და არიან თავქარიანი, ერთხელ მე ვახსენე, მოძველბიჭო ელემენტებიც. სრულიად შესაძლებელია, რომ ასეთი დინამიკა არსებობდეს ახლაც. მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ ნებისმიერ ძალადობას რომელიც პოლიტიკურ პროცესში გამოვლინდება სჭირდება პრინციპული და ადეკვატური პასუხი, ამისთვის არაერთხელ გამივლია ხაზი. მე ვაცხადებდი, რომ თუ არ იქნება ადეკვატური პასუხი, ჩვენ გარკვეულწილად ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ იმ პოლიტიკურ პარტიებშივე ასეთი ტიპების წინ წამოწევას. ჩვენ პოლიტიკური სტაბილურობა იმით უნდა ვუზრუნველყოთ, რომ მშვიდ, მოაზროვნე პოლიტიკოსებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ შიგნით არ გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იფიქრებენ, რომ პოლიტიკა არის მუშტი-კრივი. არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვხედავ ისეთად, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და არც ბრალს ვდებ. მაგრამ სახელმწიფო უნდა შეეცადოს, რაღაცა ტიპის თავქარიანი დაჯგუფებების გაკონტროლებას“ - ამბობს მარგველაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






