ვახტანგ გიუნაშვილის, 42 საუბნო კომისიის თავმჯდომარე, ამირან აზალაძე ქართული ოცნების კოორდინატორი სოფელ ფლავისმანში, კახა მიდელაშვილი სოფელ ფლავისმანის მკვიდრი, მისი ერთერთი ოჯახისწევრი ძმა დასაქმებულია საბავშვო ბაღის გამგედ - ეს იმ პირების (ნაწილი) ჩამონათვალია, რომელიც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონულ ორგანიზაციაში შეიჭრნენ. თავდამსხმელების შესახებ დეტაურ ინფორმაციაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა ისაუბრამ.
„თქვენ იცით იმ ინციდენტის თაობაზე, რომელიც დღე სოფელ ფლავისმანში იყო. ჩვენ მოვახერხეთ იმ პირების იდენტიფიცირტება, ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდა. ამ პერიოდში ჩვენი ჯგუფები ისევ მუშაობენ, ამონტაჟებენ იმ ვიდეომასალას რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


ქართული ოცნების მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ამ ინციდენტში მათი წევრები არ მონაწილეოდნენ, ტყუილია. ჩვენ გვინდა საპირისპირო დაგიმტკიცოთ ფოტომასალებით.
ვახტანგ გიუნაშვილი, ის არის გორის საარჩევნო ოლქის 42 საუბნო კომისიის თავმჯდომარე, ის არის ოლქიდან დანიშნული კანდიდატურა, ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთე იმის თაობაზე, რომ ამ თანამდებობაზე უნდა იყვნენ შერჩეული აბსოლუტურად ნეიტრალური ადამიანები, ჩვენ ვაცხადებდით რომ ინიშნებოდნენ პირდაპირ კოორდინატორები ქართული ოცნებისა რასაც უარყოფდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო კომისია, ეს ადამიანი პირდაპირი დასტურია იმის თუ რა პროფესიის ადამიანები ხვდებიან საოლქო ფლოტით, საუბნო კომისიებში, მისი პროფესია არის ზონდერობა და ხელის შეშლა ჩვენი კანდიდატებისთვის ამიტო მე პირდაპირ მივმართავ თამარ ჟვანიას მიიღოს გადამწყვეტი ზომები და გაანთავისუფლოს ის დაკავებული თანამდებობიდან


ამირან აზალაძე სოფელ ფლავისმანში, ქართული ოცნების კოორდინატორი. კახა მიდელაშვილი სოფელ ფლავისმანის მკვიდრი, მისი ძმა საბავშვო ბაღის გამგეა.
მალხაზ მეტრეველი, სოფელ ტყვიავის რწმუნებული, სწორედ ეს მალხაზ მეტრეველი ხელმძღვანელობდა იმ ზონდერების ჯგუფს, რომელიც სოფელში საარჩევნო კამპანიის ხელისშეშლის მიზნით იყო ჩასული, ჯგუფი რწმუნებულის მანქანით გადაადგილდებოდა.
ასევე, სოფელ ფლავისმანის მკვიდრი ქართული ოცნების კოორდინატორი არჩილ ლაფაჩი ისიც დღევანდელი ინციდენტის მონაწილეა.
ის, რომ ქართული ოცნება მუდმივად ერთადერთ იარაღად ტყუილს იყენებს, ეს არ არის ახალი ამბავი. ინციდენტში მონაწილე პირები არიან კოორდინატორები, კომისიის თავჯდომარეები, აიპის წევრები, რწმუნებული.


გარდა ამისა, ჩვენ მოვისმინეთ შსს- სგანცხადება, რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, მათ თქვეს რომ ეს იყო ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება და არა ოცნების წევრების, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ფოტოებში ნათლად ჩანს ამ პირების ვინაობა.
სამწუხაროა რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების უბრალო ქვეგანყოფილებად გადაკეთდდა და ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებს, მონაწილეობს დანაშაულის დაფარვაში.
მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეასრულოს თავისი მოვალეობა და დასაჯოს ეს ადამიანები.“
მასალის გამოყენების პირობები






