თეთრიწყაროში მომხდარ ინციდენტს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან
პოლიტიკა - 15:39, 17 Sep, 2016     1100
არასამთავრობო ორგანიზაციები ენმ-ის თეთრიწყაროს მაჟორიტარი კანდიდატის, ნუგზარ წიკლაურის საარჩევნო შტაბის წევრების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების თაობაზე განცხადებას ავრცელებენ და სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნული ინციდენტის სწრაფად და ეფექტურად გამოიძიებისკენ მოუწოდებენ:

"ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ შეშფოთებას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკური ძალადობის თაობაზე და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ 2016 წლის 16 სექტემბერს სოფ. გამარჯვებაში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატის შტაბის წევრებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომლის წყაროც ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა, 2016 წლის 16 სექტემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. გამარჯვებაში, ენმ-ის თეთრიწყაროს და გარდაბნის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატის, ნუგზარ წიკლაურის საარჩევნო შტაბის ოფისის ეზოში ქართული ოცნების აქტივისტები ლაშა ხაჭვანი და გიული ჭილაშვილი თავს დაესხნენ ენმ-ის შტაბის წევრებს ნიკა მჭედლიძეს და ნათია მჭედლიძეს. ენმ-ის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქტივისტმა ლაშა ხაჭვანმა ცივი იარაღით დაჭრა და ცემა ნიკა მჭედლიძე; ნათია მჭედლიძეც ნაცემია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამარჯვებაში რამდენიმე პირს შორის შელაპარაკება მოხდა, სადაც ცივი იარაღი არ ფიგურურებდა და ინციდენტში მონაწილე არცერთი პირი დაჭრილი არ არის. როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა).

სამწუხაროდ უკანასკნელ ხანებში მსგავსმა ინციდენტებმა რეგულარული ხასიათი მიიღო: მიმდინარე წლის 2 სექტემბერს 2016 წლის 2 სექტემბერს დარბეული იქნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ოფისი; 2016 წლის 10 აგვისტოს „ეროვნული ფორუმის“ ნაძალადევის ოფისი გაქურდეს; 2016 წლის 11 და 12 აგვისტოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროსა და ზუგდიდის ოფისები დაარბიეს; 2016 წლის 22 აგვისტოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრზე განხორციელდა თავდასხმა; 2016 წლის 22 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბა კორცხელში, თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს. არაერთი მსგავსი ფაქტი იქნა აღრიცხული 2015 წელსაც.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ არცერთი ზემოთ ხსენებული ინციდენტი ამ დრომდე არ ყოფილა სრულად გამოძიებული და არც სამართალდამრღვევი პირები ყოფილან სათანადოდ დასჯილნი. სამართალდამცავი ორგანოების ამგვარი პასიურობა მოძალადეთა წახალისებას უწყობს ხელს. აღნიშნულის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკური ძალადობის ყველა ფაქტზე, რათა არ მოხდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელოვნური შეფერხება და უზრუნველყოფილი იქნეს თავისუფალი და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.“- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
დემოკრატიის და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42