გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია გრძელდება
პოლიტიკა - 11:32, 17 Sep, 2016     1583

ქალაქ ბათუმში, საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება „აჭარაში კლიმატის ცვლილების რეგულირების პროგრამა - სანაპირო ზოლის დაცვა - ბათუმის სანიაღვრე სისტემა ფაზა II“ დაფინანსებისათვის.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენელმა, ქრისტიან შაუბმა (Christian Schaub).

ცერემონიას დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში, გამოყოფილი 7 მლნ ევროს ოდენობის გრანტი მიმართული იქნება ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის კომპონენტის დამატებითი ღონისძიებების დაფინანსებისათვის.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, მიმდინარეობს „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტი”, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების აღდგენა/რეაბილიტაციას.

პროექტი ხორციელდება ოთხ ფაზად და დღემდე გამოყოფილია, 119 მილიონი ევრო სესხის, ხოლო 30 მილიონი ევრო გრანტის სახით, სადაც ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) მეშვეობით გრანტის ნაწილი 8.5 მილიონ ევროს შეადგენს.

პროექტი ხელს შეუწყობს აჭარაში ტურიზმის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას, აამაღლებს დამსვენებელთა მომსახურების ხარისხს და წაახალისებს კერძო ინვესტიციების შემოდინებას რეგიონში, რომელიც საწინდარია ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42