კახა კახიშვილმა მთავრობას სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა
პოლიტიკა - 21:26, 16 Sep, 2016     1568
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განსახილველად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.

ინიცირებულია სულ 19 კანონპროექტი, რომელიც სხვადასხვა საკითხს ეხება და სასჯელის აღსრულების სფეროში არაერთი სიახლის დანერგვას ითვალისწინებს.

ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, იქმნება სრულიად ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; პირველად საქართველოში, მსჯავრდებულს უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცემა; სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება; მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები; იცვლება პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის ინიცირების წესი; იხვეწება ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი; იცვლება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა გათავისუფლების მექანიზმი; პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვი, მიეცემა უფლება უქმე დღეებში დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვის გაყვანის შემდეგ და სხვა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანია სასჯელის აღსრულების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება; საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულება, ასევე, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობისას სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან; იუსტიციის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურასთან. ამასთან, საკანონმდებლო პაკეტის პირველადი ვარიანტი სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც იყო წარდგენილი, სადაც საბჭოს წევრებმა, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42