პრემიერმა კახეთის გუბერნატორად ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა
პოლიტიკა - 19:10, 16 Sep, 2016     2382
პრემიერ-მინისტრმა კახეთის ახალ გუბერნატორად ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა.

მთავრობის მეთაურმა ირაკლი ქადაგიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ბატონი ირაკლი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ის იყო პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი, არჩეული იყო თბილისის საკრებულოს წევრად, ასევე იყო კათალიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი. მინდა აღვნიშნო, რომ 2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ირაკლი ქადაგიშვილი გახლდათ კახეთის მიმართულების კურატორი. მას აქვს სერიოზული გამოცდილება, არის უაღრესად წესიერი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ბევრ წარმატებას მიაღწევს ჩვენს გუნდთან ერთად. მოხარული ვარ, რომ ასეთი ადამიანი იქნება ამ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა კახეთის ყოფილ გუბერნატორს, ირაკლი შიოლაშვილს და მას საპარლამენტო არჩევნებში წარმატება უსურვა.

ირაკლი ქადაგიშვილი გასული საუკუნის 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი იყო. პოლიტიკური კარიერა 1981 წელს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში დაიწყო. 1992-93 წლებში იყო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრი. მინისტრის პორტფელი, გიორგი ჭანტურიას გადაწყვეტილებით, სხვა ეროვნულ-დემოკრატებთან ერთად, საქართველოს დსთ-ში შესვლის გამო დატოვა. 2002 წლამდე იყო ედპ-ს პოლიტიკური მდივანი, ხოლო 2003-2004 წლებში ედპ-ს მთავარი კომიტეტის წევრი, 2004 წლიდან პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის შექმნაში, რის შემდეგაც ხელმძღვანელობდა ფონდის ერთ-ერთ მიმართულებას. 2011-2012 წლებში ტოვებს საქართველოს პატრიარქის ფონდს და კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალ პოლიტიკურ პარტია თავისუფალ დემოკრატებთან ერთად ერთვება კვლავ პოლიტიკურ საქმიანობაში. რამდენიმე თვის წინ ირაკლი ქადაგიშვილმა ,,თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42