„მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში“, სადაც თბილისის მერი დავით ნარმანიამ 2014-2016 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა ინციდენტი მოხდა.
„თავისუფალი ზონის წევრები“ - ბესო კალაძე და ირაკლი ქომეთიანი, რომლებმაც მერისგან კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვეს, დაცვის თანამშრომლებმა დარბაზიდან გააძევეს.
„ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და მსურდა მერის დღევანდელ ანგარიშს დავსწრებოდი, რადგან უშუალოდ მისგან მიმეღო პასუხები დედაქალაქში არსებულ საცობებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რისი საშუალებაც არ მომეცა. მერმა ხელი მკრა, დაცვამ კი დარბაზი დაგვატოვებინა“, - განაცხადა ბესილ კალაძემ.
პროვოკაციის მოწყობასა და ნაციონალური მოძრაობის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს არასამთავრობოებს თბილისის მერი.
„ნაციონალური მოძრაობის სატელიტი ორგანიზაციები ცდილობენ იმას, რომ ხელი შეგვიშალონ ჩვენ საქმიანობაში სხვადასხვა საპროტესტო აქციებით, სხვადასხვა უხეში გამოხდომებით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, არ ვუგდებთ მათ ყურს, ვინაიდან მათი მთავარი ამოცანა არ არის საქმის კეთება და კონსტრუქციული დიალოგი,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






