"ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა - გაემიჯნოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეგზიტპოლში მონაწილეობას"- გიორგი ცაგარეიშვილი
პოლიტიკა - 18:04, 16 Sep, 2016     1362
„ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა - გაემიჯნოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეგზიტპოლში მონაწილეობას, ეს იქნება დამღუპველი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მისი იმიჯისათვის, რომელიც „ნამცეც-ნამცეც აიკინძა ამ 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ,,ირაკლი ალსანია-თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„2016 წლის 7 სექტემბერს საზოგადოებრივ მაუწყებლში გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილებას სხვა კომერციულ მაუწყებლობლებთან ერთად ეგზიტპოლების ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ უმრავლესობით დაუჭირა მხარი. ,, თვალშისაცემია ის, რომ ეს კონტრაქტი ფაქტობრივად დასასრულს უახლოვდება თუ უკვე გაფორმებული არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ ჯიუტად გეგმავს ამ სამ კერძო მაუწყებელთან ერთად გააფორმოს კონტრაქტი მკვლევარ კომპანიასთან, რომელიც ეგზიტპოლებს არჩევნების დღეს გამოაქვეყნებს“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

გიორგი ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ ეს იქნება დამღუპველი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მისი იმიჯისათვის, რომელიც „ნამცეც-ნამცეც აიკინძა ამ 4 წლის განმავლობაში იმ საშინელი მემკვიდრეობიდან, რომელიც დარჩა საზოგადოებრივ მაუწყებლობას ნაციონალური მოძრაობისგან და მიხეილ სააკაშვილისგან“. მისი აზრით, დღეს, ავად თუ კარგად, საზოგადოებრივი მაუწყებელი გათავისუფლებულია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ახლაც ცდილობს როგორმე დააკნინოს, დაამციროს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჩართოს ამ გაუგებარ პროექტში, პოლიტიკურად ანგაჟირებული გახადოს არხი და აქციოს მხარედ.

„ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა - გაემიჯნოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეგზიტპოლში მონაწილეობას. ჩვენ ერთი ბრიფინგი მივუძღვენით ამ მოვლენას, ვუძღვნით კიდევ ერთ ბრიფინგს, მომავალშიც ჩავატარებთ ამ მოვლენის მონიტორინგს. შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ზურგს უკან დაჩქარებული წესით გამოიყო ამ პროექტში მონაწილებისთვის 200 000 ლარი. თუ გადავხედავთ ამ კონტრაქტის წინაპირობებს, შეიძლება დაისვას კითხვა - რა დოზით მონაწილეობს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ პროექტის განხორციელებაში. მე შემიძლია გაგცეთ პასუხი, რომ სხვა თანამონაწილეებთან შედარებით, რა თქმა უნდა, მცირე დოზით, მაგრამ მაინც არის გამოყოფილი თანხა. ეს პატარა თანხა არ არის“, - ამბობს ,,თავისუფალი დემოკარტების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ადასტურებს, რომ აქ მხოლოდ თანხაში არ არის საქმე, საქმე იმაშია, რომ დანარჩენმა სამმა მაუწყებელმა და მათ უკან მდგომმა პოლიტიკურმა ფიგურებმა, რომლებიც ჯერჯერობით არ ჩანან, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ „გაეპრავებინათ’“ ეს ეგზიტპოლები. „ამ ეგზიტპოლების სანდოობისთვის ჩართეს საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რათა გამოეყენებინათ მისი ეთერი, მისი მატერიალური რესურსები იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის გაურკვეველი ეგზიტპოლები შეეჩეჩებინათ“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42