ვინ არის დღეს ბიძინა ივანიშვილი, რომელთანაც კითხვები აქვს მედიას?! - ზვიად ქორიძე
პოლიტიკა - 17:19, 16 Sep, 2016     2672
ჟურნალისტი, მედია ექსპერტი, პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე, რომელიც ორი დღის წინ ოზურგეთს სტუმრობდა, „გურიის მოამბესთან“ ბიძინა ივანიშვილისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლების შეხვედრებს, ყოფილი პრემიერსთვის დასმული კითხვების შინაარსსა და კონკრეტულ შემთხვევაში, ზოგადად მედიის მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.

მედიაექსპერტი მიიჩნევს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტები კითხვებს არ უნდა უსვამდნენ ისეთ საკითხებზე, რაც უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის არის დასასმელი, რადგან ამ შემთხვევაში მედია პრაქტიკულად საკუთარი საშუალებებით ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის ინსტიტუციონალიზებას ახდენს:

„ძალიან პრობლემური თემაა. პირველი ვთქვათ ის, რომ ვინ არის დღეს ბიძინა ივანიშვილი, რომელთანაც კითხვები აქვს მედიას? ეს არის რიგითი მოქალაქე, ეს არის გადაწყვეტილების მიმღები ერთ - ერთი პირი, თუ ეს არის მთავარი პირი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას?

თუ ეს არის რიგითი მოქალაქე, მაშინ ასეთი კითხვების დასმა მისთვის სრულიად უადგილოა. თუ ეს არის გადაწყვეტილების მიმღები რიგითი პირი, ასეთი ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ არ არის. თუ ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები მთავარი პირი, მაშინ პრაქტიკულად მედია ინსტიტუციონალიზებას ახდენს საკუთარი საშუალებებით ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს არანაირი თანამდებობის პირი არ არის. ის არის ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი. არ შეიძლება მედიას ჰქონდეს ასეთი მიდგომა, რომ არის ლიდერი, ლეგიტიმური ლიდერი და არის კიდევ ფაქტობრივი ლიდერი, რომელიც უფრო მეტ გადაწყვეტილებებს იღებს, უფრო მეტი ძალაუფლება გააჩნია. ამიტომ, მე ასეთი ტიპის ფორმატი არ მომწონს ხოლმე. მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი მოდელი, რომლის ტირაჟირება მედიამ უნდა შეძლოს. მეორე საკითხია აქ მნიშვნელოვანი, ბიძინა ივანიშვილი ამ შემთხვევაში მოდის, როგორც თავისი პოლიტიკური ძალის პრომოუტერი და მას მიაჩნია, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის მხარს უჭერს და აფინანსებს, უნდა მოვიდეს დიდი დოზით პარლამენტში. ამ შემთხვევაში, ეს არის წმინდა წყლის საარჩევნო სარეკლამო კამპანია, რომელშიც ასევე მე ვერ ვხედავ მედიის ადგილს. მე მიმაჩნია, რომ მედია არ უნდა ჩაერიოს ამ კამპანიაში, არ უნდა დასვას ის კითხვები, რომელიც იქნება სარეკლამო კამპანიის შემადგენელი ნაწილი. კითხვები, რომელიც ყველგან აქტუალურია, მედიამ უნდა დაუსვას ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას და უნდა მოითხოვოს, რომ ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წარმომადგენლები არ გაურბოდნენ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას“-ამბობს ზვიად ქორიძე.

ექსპერტის განმარტებით, მედია ამით ხელს უწყობს მოქალაქეებისთვის ირეალური სამყაროს შექმნას და გაუმართლებლად მიიჩნევს, მის ჩართვას ისეთი სარეკლამო სახის კამპანიაში. სადაც ყოფილი პრემიერი საეთერო დროს იყენებს იმისთვის, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მას უნდა რომ იხილოს პარლამენტში, ყველა მეთოდით მოიყვანოს ხელისუფლებაში:

„არ მიმაჩნია გამართლებულად ირეალური სამყაროს შექმნა მოქალაქეებისათვის. დარწმუნება მოქალაქეების იმაში, რომ ახლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის რეალური გადაწყვეტილების მიმღები სივრცე. ეს არის რეალური პოლიტიკა და არა ის, რაშიც თქვენ თურმე მიგიღიათ მონაწილეობა, აგირჩევიათ საკრებულო, აგირჩევიათ გამგებელი და მერი, აგირჩევიათ პარლამენტის დეპუტატი. ეს არ არის მთავარი. მთავარი არის აი ეს, აქ დავსხდებით ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, გავარჩევთ საკითხებს და ეს რასაც გავარჩევთ, ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს მთავრობის დღის წესრიგში. ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, რაც არის მედია, არ უნდა მიიღოს ასეთი ტიპის სახელისუფლებო თამაშში მონაწილეობა. ეს არის ცუდი.

იქ იყო კითხვები, რომელიც მართლა პრობლემური იყო, იყო კითხვები, რომელიც საერთოდ ვერ მივხვდი, რატომ დაისვა. იქ იყო დითირამბების სიმღერა ბატონ ბიძინასთვის, ბევრი რაღაცები იყო, მაგრამ რეალურად ეს არ არის მედია პროდუქტი. მეტიც, მე მიმაჩნია, რომ დღის წესრიგი უნდა შექმნას მედიამ და საზოგადოებამ და არ უნდა შექმნან პოლიტიკოსებმა, ან პოლიტიკაზე გავლენის მომხდენმა ადამიანებმა ამ ფორმით, რომ მათ გამოიყენონ საკუთარი ბერკეტები“

თუ რატომ არ ისმის ყოფილ პრემიერთან შეხვედრებზე მედიის მხრიდან მწვავე კითხვები და ზოგადად უმრავლეს შემთხვევაში რატომ ცდილობენ ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილის მიმართ ან მადლიერებით შემოიფარგლონ, ან დასვან სწორედ ის კითხვები, რომელიც ყოფილ პრემიერს მოეწონება, ზვიად ქორიძე შემდეგს გვპასუხობს:

„მწვავე კითხვები არ ისმის, იმიტომ, რომ იქ მისული ადამიანების უმრავლესი ნაწილი მისულია მაამებლად. ნაწილი არის მისული იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ან თავი დაამახსოვროს, ან შეახსენოს. ეს არის ერთგვარი მოთელვა ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის. მე სადაც მოვისმინე კრიტიკული კითხვები, ასეთი სულ რამდენიმე იყო, ამ კითხვებზე მას ქონდა ის პოზიცია, რომ ასეთი კითხვები არის სხვა პოლიტიკური ბანაკიდან წამოსული. ოპოზიციური პოლიტიკური ბანაკი ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთია და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. მისთვის ამ იარლიყის მიწებება არის ძალიან ადვილი. ასეთი ტიპის პოზიციონირება მერე გადმოდის საზოგადოებაშიც, რომ არის „ქართული ოცნება“, რომელსაც მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილი და მისთვის აკეთებს ამ ყველაფერს, არის კიდევ „ნაციონალური მოძრაობა“. ყველა სახის კრიტიკული აზრი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკიდან. რეალურად პოლიტიკური სპექტრის მთლიანობა აქ არის დარღვეული.

ფაქტია, რომ ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მას უნდა, რომ იხილოს პარლამენტში, ცდილობს რომ, ყველა მეთოდით მოიყვანოს. ის ცდილობს, საქართველოს პარლამენტში დაითვალოს 100 დეპუტატი, რომელიც იქნება მისი პოლიტიკის გამტარებელი“-გვითხრა მედიაექსპერტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42