საბჭოთა კავშირის „ქალაქი მოჩვენება“ - რა სიცრუე დგას ქუთაისის სტუდენტური ქალაქის უკან
პოლიტიკა - 15:01, 16 Sep, 2016     5651

ხელისუფლება ახალ პროექტს იწყებს, საუბარია ქუთაისის საუნივრსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე, რომელიც 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია 12 სექტემბერს შედგა და როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა - „ეს არის ნაბიჯი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ახალი განათლებისა და ტექნოლოგიური განვითარების ძალიან დიდი კერა“.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული პროექტია. 60 000 სტუდენტზე გათლილი, 1 მილიონი კვ/მ ფართის მეგაკომპლექსი 140 ჰექტარზე გაშენდება. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საუნივერსიტეტო ქალაქში საფუძველი ჩაეყრება განათლების, მეცნიერებისა და ქვეყნის ინტელექტუალური რესურსების სრულიად ახალ სტანდარტებს. მილიარდი ევროს ღირებულების სამეცნიერო-საგანმანათლებლო მეგაპროექტს მთლიანად ფონდი „ქართუ”აფინანსებს.

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, ალბათ უნდა გავიხსენოთ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის კამპუსის მშენებლობაც დასრულებული იყო, შექმნილი იყო მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სტანდარტებზე და მოთხოვნებზე დაფუძნებული ლაბორატორიები, რომელსაც ჰქონდა 50 მილიონიანი ბაზა და იძლეოდა სტუდენტების დაფინანსების საშუალებას. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი აღნიშნული პროექტი შეწყდა. მიზეზად დასახელდა ის, რომ ამერიკულმა მხარემ თითქმის დასრულებული პროექტის დაფაინანსებაზე უარი განაცხადა.

რა განსხვავებაა ბათუმის ტექნოლოგიურ, ამერიკული სტანდარტების უნივერსიტეტსა და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს შორის? აღნიშნულის შესაფასაებლად „ნიუპოსტი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა.

შაშკინმა ისაუბრა იმ კონცეფციასა და შესაძლებლობებზე, რასაც ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს მისცემდა. მან ასევე გაუსვა ხაზი იმ ტყუილებს, რომელიც ამ საკითხზე სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ისმის:

„უკანასკნელ პერიოდში კვლავ აქტიურად დაიწყო საუბრები ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე. განსაკუთრებით ეს საუბრები გახშირდა მას შემდეგ რაც მთავრობამ განაცხადა, რომ ქუთაისში 60 ათას სტუდენტზე გათვლილ კამპუსს აშენებს. ამ საუბრების დროს კვლავ მრავალი ტყუილი გაჟღერდა და გავრცელდა ბევრი არასწორი ინფორმაცია.

მსურს ვისაუბრო იმაზე, თუ რა იყო ამერიკული უნივერსიტეტი და რა სიცრუე დგას ქუთაისის სტუდენტური ქალაქის უკან. ახლა გამოჩნდა ხალხი, რომელთაგან ზოგიერთი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაშია და იბრალებს, რომ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ამერიკულ მხარესთან. ეს არის პირველი ტყუილი, რომელიც მოსახლეობამ გაიგო ტელევიზორიდან. მოლაპარაკებებში ამერიკულ მხარესთან მონაწილეობდა მხოლოდ პრეზიდენტი სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი გილაური, მე როგორც განათლების მინისტრი და ჩემი ერთი მოადგილე, ასევე ამ პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო კახა ბენდუქიძე. სხვა არავინ არ მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში.

ზუსტად ეს ხალხი ამბობს მეორე ტყუილს, რომ თურმე ამერიკულმა მხარემ უარი თქვა ამ უნივერსიტეტის დაფინანსებაზე. ამერიკული მხარე დათანხმდა ამ უნივერსიტეტის დაფინანსებას, არსებობს რამდენიმე მტკიცებულება. 2012 წელს იყო ჩატარებული ტენდერი ამერიკული მხარის მიერ, რომლის შედეგად იყო შერჩეული რამდენიმე ამერიკული უნივერსიტეტი და ერთი ქართული, შეიქმნა კონსოლციუმი, რომელიც იქნებოდა ამ უნივერსიტეტის პროვაიდერი. მეორე მტკიცებულება არის ის, რომ როდესაც სააკაშილი იმყოფებოდა ვაშინგტონში, „მილენიუმ ჩელენჯერ კორპორეიშენის“ პრეზიდენტმა ხელი ჩამოართვა მას და გაფორმდა შეთანხმება ამ უნივერსიტეტის გახსნაზე, მესამე კი არის ის, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრი გილაური და მე ვიმყოფებოდით აშშ-ში, ჩვენ შევხვდით ყველა დაინტერესებულ მხარეს და გაფორმდა ყველა საჭირო დოკუმენტი იმისათვის, რომ ეს პროცესი საქართველოში დაწყებულიყო“, - აცხადებს შაშკინი.

დიმიტრი შაშკინი კიდევ ერთ ტყუილზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს საშუალებას მისცემდა აეღოთ ამერიკული დიპლომები:

„ეს ხალხი, რომელიც აზრზე არ იყო ამ ყოველივეს შესახებ, იმეორებს ტყუილს, რომ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა არ იყო გათვლილი უნივერსიტეტზე. ამ თაუერში, რომელიც ჩვენ ავაშენეთ უკვე იყო გაკეთებული ლაბორატორიები, რომელიც იყო გაკეთებული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების მიხედვით, ეს უნივერსტეტი არის მსოფლიოს ნომერ პირველი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და სწორედ მისი მოთხოვნები იყო ჩადებული ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ლაბორატორიებში. ეს ლაბორატორიები ახლა განადგურებულია. კამპუსის გვერდით კიდევ რამდენიმე შენობის მშენებლობა იწყებოდა, სადაც ასევე ლაბორატორიები განთავსდებოდა.

კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც ძალიან ხშირად გვესმის არის ის, რომ ეს არ იქნებოდა ამერიკული უნივერსიტეტი - რა თქმა უნდა იქნებოდა ამერიკული უნივერსიტეტი, ამერიკული დიპლომით. მენეჯმენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამების, იქნებოდა ამერიკული მხარე. ეს ტყუილების კასკადი, რომელიც კვლავ სახეზე გვაქვს, არის იმისათვის, რომ „გააპრაონ“ ამ შენობის და ამ პროექტის მოკვლა, მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა კიდევ ერთხლ გაიგოს ამ ყოველივეს შესახებ“, - დასძენს ყოფილი მინისტრი ჩვენთან საუბრისას.

დიმიტრი შაშკინს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ასევე მოჰყავს ის ფუნდამენტური განსხვავებები რაც ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს შორის არის. ასევე აღნიშნავს, რომ ეს პროექტი წინასაარჩევნო დაპირებას ჰგავს, რომელიც ან განხორციელდება ან არა:

„რა არის მთავარი განსხვავება ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და იმ პროგრამებს შორის, რომელიც ახლა გახსნეს თსუ-ში და იმასთან დაკავშირებით, რაზეც საუბარია ქუთაისში. პირველი განსხვავება არის ის, რომ ამერიკულ უნივერსიტეტს ჰქონდა „ემდაუმენტის“ ფონდი, ეს არის ფული რომელიც დევს ბანკში და ქმნის ამ უნივერსიტეტის მდგრადობას, საუბარია დაახლოებით 50 მილიონ დოლარზე, ამ ფულის მხოლოდ პროცენტს ხარჯავს უნივერსიტეტი. ეს იძლევა საშუალებას ამ ფონდით დააბალანსოს ნებისმიერი ხარჯი. ამ უნივერსიტეტს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გაეცა გრანტები. საქართველოში იყო პრეცენდენტი საერთაშორისო პროგრამის გახსნისა, რომელსაც გაერო აფინანსებდა, რამდენიმე წლის განმავლობაში იყო 40 სტუდენტი, რომელიც სწავლობდა, როგორც კი გაერო გამოვიდა ამ დაფინანსებიდან და უნივერსიტეტმა 8-9 ათასი დოლარი მოითხოვა სტუდენტებისგან და შედეგად გაქრა ყველა სტუდენტი, არავინ არ მივიდა ამ პროგრამაზე. მათ კარგად ესმოდათ, რომ ამ ოდენობის თანხით ისინი ისწავლიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ახლაც რომ გახსნეს პროგრამები, მათი დიდი ნაკლი არის ის, რომ მდგრადობა არ გააჩნიათ, სანამ რომელიმე საერთაშორისო კომპანია ხარჯავს ფულს მათ განხორციელებაზე, მანამდე იმუშავებს, როგორც კი ფულის წყარო შეწყდება, პროგრამა მოკვდება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სხვაობა. ასევე უნდა შევეხოთ იმას, რომ ამ პროგრამების მენეჯმენტი იმ ქართული უნივერსიტეტის ხელშია, რომელიც მათ ახორციელებს.

რაც შეეხება ქუთაისს, ეს არის საარჩევნო ახალი "ტრიუკი", რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას შესთავაზა. ბოდვასთან გვაქვს საქმე, ამაზე სერიოზულად პასუხის გაცემა შეუძლებელია. საქართველოში ამ წუთისთვის ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე 120 ათასი სტუდენტი სწავლობს. როგო ფიქრობთ, 60 ათასიანი ახალი სტუდენტური ქალაქის აშენება ვისზეა გათვლილი? 120 ათასიდან დაახლოებით 100 ათასი სწავლობს თბილისში, ვისზე არის გათვლილი? ეჭვი მეპარება, რომ მისი მშენებლობა დაიწყება, რადგან ჰგავს წინასაარჩევნო დაპირებას, ისევე უაზროა, როგორიც იყო უფასო ფული. ეს არის სამჯერ უფრო დიდი ვიდრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვისთვის შენდება ეს უნივერსიტეტი? რომც აშენდეს ეს იქნება ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს აშენებდნენ ქალაქ მოჩვენებებს“, - განმარტავს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42