ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თეიმურაზ მურღულია 144-ე სკოლაში იმყოფებოდა
პოლიტიკა - 13:54, 16 Sep, 2016     765
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია 144-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილემ, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებს ოზონის შრის დაცვასა და საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე განხორციელებულ ღონისძიებებზე ესაუბრა.

1994 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის დღედ გამოაცხადა, რომელიც 1987 წელს “ოზონდამშლელი ნივთიერებების შესახებ” მონრეალის ოქმზე ხელის მოწერას ეძღვნება. საქართველო 20 წლის წინ ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის ოქმის მხარე ქვეყანა გახდა, რომლის მრავალმხრივი ფონდის მხარდაჭერითა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით (UNEP, UNDP, UNIDO) წარმატებით ახორციელებს მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, კერძოდ, საქართველო დადგენილ ვადაზე ადრე შეწყვიტა ძირითადი ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარება.

დღეისთვის, შესაბამისი ეროვნული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ნაკლებად მავნე ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების ეტაპობრივი შემცირება საბოლოოდ შეწყვეტის მიზნით.

ოზონის შრე გაზის მყიფე ფარია, რომელიც დედამიწას მზის მავნე სხივებისგან იცავს და ამგვარად პლანეტაზე სიცოცხლის შენარჩუნებას უწყობს ხელს. შეხვედრის მონაწილეებს შესაბამის თემაზე ლიტერატურა და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42