ენგურჰესი იკეტება - რატომ არის აუცილებელი ელექტროენერგიის წარმოების დროებით შეჩერება - „ჩერნომორენერგოს“ განცხადება
პოლიტიკა - 13:36, 16 Sep, 2016     13519
გეგმიურ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი 2017 წელს სამი-ოთხი კვირით, ხოლო 2018 წელს სამი-ოთხი თვით დაიკეტება. „ჩერნომორენერგო“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს ადასტურებს და აცხადებს, რომ ელექტროენერგიის წარმოების დროებით შეჩერება აუცილებელია, რათა მოხდეს სადერივაციო გვირაბის გარემონტება, რომლითაც წყალსაცავიდან წყალი ტურბინებს მიეწოდება.

ჩერნომორენერგოს განცხადებით გვირაბის მთლიანობის დარღვევის გამო იკარგება დიდი რაოდენობით წყალი, რაც უარყოფითად მოქმედებს ჰიდროელექტროსადგურის ეფექტურ მუშაობაზე. ამასთანავე სარემონტო სამუშაოების ჩატარება აუცილებელია იმისათვისაც, რომ თავიდან იქნეს აცილებული კაშხალზე კატასტროფა.

მხარეები ასევე განიხილავენ სამუშაოების მიმდინარეობისას აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის კომპენსაციის შესაძლებლობებსაც. აღნიშულ თემაზე ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ კომენტარი 2015 წელს გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას, ელექტროენერგიით მოარაგოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები.

ენგურის ჰიდროელექტროსადგური —ამიერკავკასიაში უდიდესი ჰესია. მდებარეობს მდინარე ენგურზე. აშენდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგენილი სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42